დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ქალთა კლუბის 2010-2011 წლების ანგარიში და სამომავლო გეგმები
2011/07/05 14:23:51

ქალთა კლუბმა „ქალები რეგიონის განვითარებისათვის“, რომელიც  ოთხი წლის წინ დაარსდა, არსებობის მანძილზე არაერთ პროექტს ჩაუყარა საფუძველი.

ასოციაციაში გაწევრიანებული ქალბატონების დახმარებით უნარშეზღუდულმა ბავშვებმა და ბავშვთა სოფლის აღსაზრდელებმა ბევრი ლამაზი დღე გაატარეს. კლუბის მთავარი დევიზიც სწორედ ეს არის - „ერთად სიკეთის გზით.“

გასულ კვირას კლუბმა მიმდინარე წლისათვის გაწერილი სამუშაოები დაასრულა და 2010-2011 წლის ანგარიში ლადო მესხიშვილის სახელმწიფო დრამატული თეატრის მცირე სცენაზე შეკრებილ საზოგადოებას გააცნო. მოწვეული იყვნენ როგორც კლუბის მეგობრები, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ასოციაციის მიერ განხორციელებული პროექტების მხარდამჭერები.

მაკა ხეცურიანი, კლუბის ხელმძღვანელი: „ჩვენი მიზანია, მეორე დედაქალაქის მაჯისცემა აქტიური გავხადოთ. ასოციაციაში გაწევრიანებული სხვადასხვა პროფილის ქალბატონები  თვეში ერთხელ ვიკრიბებით და სხვადასხვა სახის პროექტებს, ეს იქნება საქველმოქმედო, კულტურულ-საგანმანათლებლო, სპორტული, სამედიცინო და ა.შ. - ვგეგმავთ და ვახორციელებთ.“

კლუბის ხელმძღვანელის განცხადებით, მომდევნო საანგარიშო წელს დიდი აქცენტი სოციალურ თემაზე გაკეთდება, გამომდინარე აქედან, ლოგიკურია, რომ 2011-2012 წლებში მისი თავმჯდომარე იქნება სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის რეგიონული საკოორდინაციო ჯგუფის უფროსის მოადგილე ხათუნა ცანავა, რომელსაც ამ სფეროში საკმაო გამოცდილება გააჩნია

ხათუნა ცანავა, კლუბის წევრი: „ჩემთვის დიდი პატივია ერთი წლის განმავლობაში ვატარო ასოციაციასთან არსებული კლუბის თავმჯდომარის წოდება. რაც შეეხება ჩემი თავმჯდომარეობის პროცესში კლუბის საქმიანობას, ძირითადად ორიენტირებული იქნება სოციალურ მიმართულებებზე, ალბათ, ამით იყო გამოწვეული, წელს არჩევანი სწორედ ჩემზე რომ გაკეთდა. გარდა სოციალური მიმართულებისა, როგორც ქალთა კლუბს სჩვევია, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ქალაქის კულტურულ ცხოვრებას. წელს გვექნება ინტეგრირებული ღონისძიებები, არაერთი ნიჭიერი ქალბატონი გააქტიურდება, უმაღლესი სასწავლო დაწესებულების და სხვადასხვა სფეროების მიხედვით.“

კლუბში იმედოვნებენ, რომ მომავალი სამუშაო წლიდან კლუბის წევრთა რაოდენობა რამდენიმე ქალბატონით გაიზრდება, რაც მის საქმიანობას კიდევ უფრო ნაყოფიერს გახდის.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1417
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია