დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დავით უსუფაშვილი IRI-ს და NDI-ს სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებსშეხვდა
2016/10/06 21:20:49

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემდავით უსუფაშვილმა საერთაშორისო რესპუბლიკურიინსტიტუტის (IRI) და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)სადამკვირვებლო მისიებისწარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა


დავით უსუფაშვილმა სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა საქართველოშიჩამოსვლისა და გაწეული საქმიანობისთვისპარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა საერთაშორისოსადამკვირვებლო მისიების მნიშვნელობაზეცმხარეებმა წინასაარჩევნო გარემო და დღეს არსებული ვითარებამიმოხილეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგდავით უსუფაშვილმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნარომ 8 ოქტომბრისსაპარლამენტო არჩევნებს IRI-სთან და NDI-სთან ერთადეუთოსევროსაბჭოს და სხვადასხვა ქვეყნებისპარლამენტების წარმომადგენლებიც დააკვირდებიან.


გვქონდა შეხვედრა ორ ძალიან მნიშვნელოვან სადამკვირვებლო ორგანიზაციასთან - NDI, IRI, ორი ამერიკულიორგანიზაციამოგეხსენებათ,არიან ერთ-ერთი ყველაზე აქტიური საარჩევნო პროცესებშისაქართველოშიჩამოსულნი არიან ძალიან მაღალი დონის დელეგაციებით ორივეხელმძღვანელებიევროპელი პოლიტიკოსებიჰყავთ დელეგაციაში და როგორც ყოველთვისაპირებენდადონ ძალიან პირუთვნელი დასკვნა იმის თაობაზე,რასაც ნახავენ საარჩევნო პროცესებში.


ჩვენ ერთხმად აღვნიშნეთრომ შედარებაც არ შეიძლება იმასთანრაც იყო 2012 წლის აგვისტო-სექტემბერშიარჩევნებამდეთუმცა ისიც შეშფოთებით აღინიშნარომ ბოლო ხანებში გახშირებული მოვლენები და ძალიანმძიმე შემთხვევები ძალადობის საფრთხეს ქმნის,რომელიც თავიდან უნდა იქნას აცილებულიმედარწმუნებული ვარმათი აქ ყოფნა და ძალიან ბევრი სხვა დამკვირვებლის ეუთოდანევროსაბჭოდან,ბევრისხვა პარლამენტებიდან მე პირადად, 30-მდე პარლამენტის თავმჯდომარეს მივწერე თხოვნითრომ გამოეგზავნადამკვირვებლები.


მათი უმრავლესობა გამოგვეხმაურა და ჩამოვლენ დამკვირვებლები საქართველოში და მე ვიმედოვნებრომ ესფაქტიც გააციებს იმ ცხელ თავებსრომლებიც რაღაც სხვა გზებით და საშუალებებით აპირებენ ამომრჩეველზეზემოქმედებასეს იქნება ასაფეთქებელი მოწყობილობები თუ ამ ასაფეთქებელი მოწყობილობების თაობაზეშემდგომ საუბრებიეს იქნება პირდაპირი ძალადობა თუ პირდაპირი ფსიქოლოგიური ზემოქმედებაამომრჩეველზეასე რომკიდევ ერთხელსაქართველოს მოქალაქეებს მინდა ვუთხრარომ მათი თავისუფალიარჩევანი იქნება გარანტირებულიმათ შორის დამკვირვებლების აქ ყოფნის გამოთქვენით იქნებაგარანტირებულიიმიტომრომ თქვენ არ მოგვცემთ საშუალებასრამე სისულელე ჩავიდინოთ ამ დარჩენილდღეებში და თავად მოქალაქეებმაცყველამ 8 ოქტომბერს უნდა გავაკეთოთ არჩევანი ჩვენი მომავლის თაობაზე.ამიტომ არის მნიშვნელოვანი ჩვენი უცხოელი კოლეგების აქ ყოფნაც დღეს“,- განაცხადა საქართველოსპარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2237
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია