5 აპრილს ქუთაისში ადგილობრივი ექსპორტიორებისთვის სემინარი გაიხსნა. გერმანიის საერთაშორისო საზოგადოებამ ქუთაისის მერიის ეკონომიკურ სამსახურს, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ექსპორტის სფეროში არსებული სიახლეები გააცნო. გერმანელმა ექსპერტებმა უცხოელი პარტნიორების მოძიებასა და უახლესი ტექნოლოგიების შესახებ ისაუბრეს. ექსპორტის სემინარი საქართველოში პირველი ნაბიჯია მთავრობასა და კომპანიებს შორის მჭიდრო ნაბიჯისთვის.
„გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება აქტიურად თანამშრომლობს ქუთაისის მერიასთან, დღევანდელ შეხვედრაზე ადგილობრივ მეწარმეებს ვეხმარებით, ისინი შეიტყობენ ახალი საექსპორტო დოკუმენტაციის მომზადების და ექსპორტის დაფინანსების გზებს“, - განაცხადა უცხოელმა სტუმარმა.
გაიხსნა ორი ვებ-პორტალი, რომელიც პოტენციურ და არსებულ ექსპორტიორებს მყიდველებთან და ინვესტორებთან დააკავშირებს.