საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
რეკლამა
გიორგი შენგელია:"ანაკლიის პორტი აუცილებლად აშენდება"
2019/05/04 17:44:00

ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, გიორგი შენგელიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან ირაკლი ჩიქოვანთან ერთად ანაკლიის პორტის ტერიტორია დაათვალიერა.

 

მერობის კანდიდატის განცხადებით, ანაკლიის პორტის მშენებლობა აუცილებლად მოხდება და ამის გარანტი სახელმწიფოა.

„ანაკლიის პორტის მშენებლობა არის მნიშვნელოვანი არამარტო ჩვენთვის, ზუგდიდისთვის, არამედ მთელი რეგიონისა და ქვეყნისთვის. იმაზე საუბრები, რომ პორტი არ აშენდება, მტკნარი სიცრუეა: ანაკლიის პორტი აშენდება და ამის გარანტი არის სახელმწიფო.

 

ანაკლიის პორტი არის ჩვენი მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების გარანტი. ეს მოგვიტანს ბევრ ეკომომიკურ ბენეფიტებს, დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა და შემოვა ინვესტიციები” – განაცხადა გიორგი შენგელიამ.

მერობის კანდიდატმა ტერიტორია ანაკლიის კონსორციუმის რეგიონულ დირექტორთან ანზორ მანწკავასან ერთად დავათვალიერა.  

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 187
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია