დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით დევნილებსა და ეკომიგრანტებს გრანტები გადაეცემათ
2020/12/15 22:15:00

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იძულებით გადაადგილებულ პირებს თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით ხელსაწყოებსა და ტექნიკას გადასცემს.

 

საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ. დევნილები და ეკომიგრანტები, 2000 ლარის ღირებულების სახელობო იარაღებს, რაც მათ  საქმიანობის წამოწყებასა თუ გაფართოებაში დაეხმარებათ თავადვე შეარჩევენ.  ამ ეტაპზე, პროგრამის ფარგლებში 50 იძულებით გადაადგილებული პირი დაფინანსდება.

 

განაცხადების მიღება დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში  შემდეგ მისამართებზე მიმდინარეობს:

 

·         თბილისი, თამარაშვილი ქ.N15ა;

·         გორი სამების ქუჩა N1;

·         რუსთავი, ცურტაველის ქ. N5ა;

·         ქუთაისი, ი. აბაშიძის გამზ. N27;

·         ზუგდიდი, დ. აღმაშენებლის ქ. N106.

 

განაცხადის გამოგზავნა შესაძლებელია სააგენტოს ოფიციალურ  ელექტრონულ ფოსტაზეც –  info@idp.gov.ge.

 

საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მსურველები განაცხადის  შევსებას 29 იანვრის ჩათვლით შეძლებენ.


 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 733
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია