დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„საია“ ქალაქის დამისამართებას მოითხოვს
2011/03/29 17:06:40

დღეს „საიას“ ქუთაისის ფილიალში მრგვალი მაგიდა მოეწყო, სადაც ქუჩების დამისამართებასთან დაკავშირებული პრობლემები განიხილეს. შეხვედრას ესწრებოდნენ საკრებულოს აპარატის, საარჩევნო კომისიის, საჯარო რეესტრის და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლები.

შეხვედრა მწვავე კამათის ფონზე მიმდინარეობდა. საკრებულოს აპარატის უფროსის, ვანო ჟორჟოლიანის თქმით, ეს არის ძალიან დიდი ხნის პრობლემა და საბოლოოდ ქალაქის დამისამართება 2013 წელს დასრულდება. ამ საკითხზე განსხვავებული მოსაზრება ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ავთო ოსეფაშვილს აქვს.

ავთო ოსეფაშვილი: „სერიოზული პრობლემებია იმასთან დაკავშირებით, როდესაც ქუჩების სახელები იცვლება. სამწუხაროდ, მოქალაქის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში ძველი ინფორმაცია რჩება. როდესაც ქუჩას სახელი გადაერქმევა, ვიღაც უნდა იყოს პასუხისმგებელი, რომ შეიქმნას ერთიანი დამისამართების გადაწყვეტილება. იმედია, ამაზე უმოკლეს ხანში დაიწყება მუშაობა.“

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1498
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია