დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ახალი კოალიცია პოლიტიკურ ფრონტზე
2012/07/10 16:16:37

„თავისუფალი საქართველო“, „ტრადიციონალისტთა კავშირი“ და „თეთრები“ საპარლამენტო არჩევნებზე ერთი კოალიციის ქვეშ იბრძოლებენ. ამის შესახებ „თეთრების“ ლიდერმა თეიმურაზ შაშიაშვილმა საკუთარ ვებგვერდზე გავრცელებს განცხადება.

„საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ქვეყნის უმთავრესი  პოლიტიკური ამოცანა არის 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებზე სააკაშვილის ანტიეროვნული რეჟიმის დამარცხება და მისი დემონტაჟი... ამიტომ ჩვენ - „თეთრები“, პარტია „თავისუფალი საქართველო“ და „ტრადიციონალისტთა კავშირი“ - ვქმინით კოალიციას“, - ნათქვამია პოლიტიკური პარტია „თეთრების“ ლიდერის განცხადებაში.

ჯერჯერობით, უცნობია, შეუერთდება თუ არა, თეიმურაზ შაშიაშვილის, კახაბერ კუკავასა და აკაკი ასათიანის ალიანსს ნინო ბურჯანაძე.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1564
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია