დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
თბილისელებთან გათანაბრებული პენსია და სოციალური დახმარება - რეგიონის პენსიონერებს
2011/03/07 12:36:01

მოძრაობა „თავისუფალი საქართველო“ საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის. ისინი ეხმიანებიან საპრეზიდენტო არჩევნების წინ, მთავრობის ოფიციალურ განცხადებას, სადაც ხალხს პირობას აძლევდნენ, რომ ერთი წლის მანძილზე პენსიები 100 დოლარს მიაღწევდა.

თუმცა რეალურად პენსიები გაიზარდა მხოლოდ თბილისში და ისიც 10 ლარით. „თავისუფალი საქართველოს“-ს საკანონმდებლო ინიციატივის პრეზენტაცია გაიმართა ქუთაისში, 4 მარტს, პოლიტიკური მოძრაობის ხელმძღვანელი, კახა კუკავა ესტუმრა და ოფიციალურად განაცხადა:

„ჩვენ გვინდა შევეხოთ საპენსიო რეფორმას, სააკაშვილი არჩევნების დროს ჰპირდებოდა მთელ საქართველოს, რომ პენსიები გახდებოდა 100 დოლარი. რეალურად პენსიებმა მოიმატა 10 ლარით და ისიც - თბილისში, ჩვენ გამოვდივართ საკანონმდებლო ინიციატივით და მივმართავთ პარლამენტს, თბილისში და რეგიონებში პენსიები გათანაბრდეს, ხოლო პირველი იანვრიდან გახდეს 100 აშშ დოლარი, როგორც ამას სააკაშვილი ჰპირდებოდა საქართველოს მოსახლეობას. ამ პრეზენტაციას იმიტომ ვაკეთებთ ქუთაისში, რომ მიგვაჩნია, ქუთაისს და მთლიანად რეგიონებს ჭირდება სოციალური დახმარებები და პენსიები თბილისის თანაბრად და არა - თბილისიდან გადმოტანილი პარლამენტი და სხვა ადმინისტრაციული შენობები. ეს ყველაფერი უბრალო ადამიანებისთვის არაფერს შეცვლის, საკანონმდებლო ინიციატივის შეტანას პარლამენტში სჭირდება 300 ათასი ადამიანის ხელმოწერა, ჩვენმა მოძრაობამ დაიწყო ქუთაისიდან და მთელს საქართველოში დავიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას მარტის ბოლოს, როდესაც პარლამენტიდან ავიღებთ ამ ხელმოწერების ბლანკებს, დაახლოებით სამ თვეში შევაგროვებთ“.

ქუთაისის შემდეგ საკანონმდებლო ინიციატივის პრეზენტაცია გაიმართება ლანჩხუთში, ბათუმში და ზუგდიდში.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1515
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია