დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერიამ პარკირების ადგილებზე ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/11/12 12:37:45

ქუთაისის მერიამ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების ორგანიზების უფლების სასყიდლით გადაცემისათვის ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა.

 

მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებთან გაფორმებულ ხელშეკრულებას ვადა ორი თვის წინ გაუვიდა, თუმცა,  მიუხედავად ვადის გასვლისა  ძღოლებისგან პარკირების საფასურის აკრება კვლავ ხდება. ტენდერში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ მძღოლებისგან აკრებილი თანხა ბიუჯეტში შეაქვთ. აღნიშნულ ინფორმაცია არ დაადასტურა ვიცე-მერმა ნოდარ მიქიაშვილმა.

                     

პარკირების მოსაკრებლზე გაფორმებული ხელშეკრულებით მიმდინარე წელს ბიუჯეტში   55 ათასი ლარი უნდა შესულიყო.  

როგორც ვიცე-მერმა აღნიშნა, ქუთაისის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების ორგანიზების უფლების სასყიდლ გადაცემისთვის ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულთან

სავარაუდოდ 500 000 ლარიანი ხელშეკრულება გაფორმდება.

 

ქალაქში სულ 274 პარკირების ადგილი იქნება. აქედან 177 – საერთო სარგებლობის, 97 – სპეციალური სარგებლობის.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2701
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია