დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სომელიეთა ასოციაცია ღვინის სააღდგომო დღესასწაულზე გეპატიჟებათ
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2015/04/20 20:18:15

საქართველოს სომელიეთა ასოციაციის ორგანიზებით პირველად საქართველოში, სამოცამდე ცნობილი ხელოვანი, ერთი თემის, – ქართული ღვინის, ირგვლივ ერთიანდება. 
გამოიფინება სხვადასხვა თაობის მხატვარების, კერამიკოსების , მოქანდაკეებისა და გრაფიკოსების ნამუშევრები თემაზე „ ქართული ღვინო და აღდგომა“. 
ნამუშევრების გამოფენა 2015 წლის 22 აპრილს, 18:00 სთ–ზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობაში, საქართველოს სომელიეთა ასოციაციის ორგანიზებით მოხდება.



ავტორთა შორის არიან: ზურაბ ნიჟარაძე, გურამ ქაჯაია, ბესიკ არბოლიშვილი, გია გუგუშვილი,ქეთევან მატაბელი, ირაკლი სუთიძე, იური ბერიშვილი, ნოდარ ბადურაშვილი, კოკა ცხვედიანი, გენო ზაქარაია, ნუგზარ მანჯაფარაშვილი, ქეთევან შალამბერიძე, გიორგი იაშვილი, ლეილა შელია, ზურა გომელაური, გუგა კოტეტიშვილი, ნუგზარ მანჯაფარაშვილი, ლევან მარგიანი, მარიკა იზორია, ვანო აბულაძე, უშანგი ხუმარაშვილი, ლულუ დადიანი, ტატო ახალკაციშვილი, ლია ბაგრატიონი, თუთუ კილაძე, გიორგი არეშიძე, ქეთევან დავლიანიძე, ირა ლავრინენკო, გიგიშა პაჭკორია, ლალი ლომთაძე, ქეთევან იაშვილი, თინა ცხადაძე, ირაკლი გაბეცაძე, გუგა კაკაბაძე, მაია ქაჯაია, გოგა თანდაშვილი, სოსო ნადირაძე, თამარ კუპრაშვილი, სანდრო ჩხაიძე, კახა ხინველი, ნუცა მანჯგალაძე, დეა სოსელია, სოსო ჩხაიძე, მაკა ჯებირაშვილი, მარინა მავროვა, თამარ ვაჩეიშვილი, ხათუნა ფიფია და სხვები. 



ღონისძიება ქართული ღვინის, როგორც ეროვნული კულტურის საგანძურის პოპულარიზაციას ემსახურება. გამოფენას საზეიმო საღამოს სახე აქვს, რომლის ფარგლებშიც შექმნილი ნამუშევრები გაიყიდება. გაყიდვიდან შემოსული თანხა კი გადაერიცხება საქველმოქმედო ორგანიზაციას „ბავშვი და გარემო“, რომელიც მიუსაფარი ბავშვების კეთილდღეობაზე ზრუნავს. 
ღონისძიებაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ: ანსამბლი ”ქართული ხმები”, თითების თეატრი, ჯაზ-კვარტეტი, ბიჭუნათა გუნდი. ღონისძიების მხარდამჭერია თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო,თბილისის მერია და “თიბისი არტგალერეა”.


ამას გარდა, გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ წმ. გიორგის სახელობის ქართულ-ბრიტანული სკოლის აღსაზრდელები.


ღონისძიებას გახსნის საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი შალვა ხეცურიანი. საპატიო გამომსვლელები კი არიან ქალაქ თბილისის მერი დავით ნარმანია, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი. ღონისძიებას ასევე დაესწრებიან, სამთავრობო, ბიზნეს და საზოგადოებრივი სექტორებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3105
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია