დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
როგორ ცხოვრობენ „ისლამური სახელმწიფოს“ დედაქალაქ რაქაში?
2015/12/04 11:57:15

ქალაქში პატრულირებს ქალი პოლიციელების დაჯგუფება "ალ - ჰანსა", ისინი ქუჩაში გამოსული ქალების ჩაცმულობას მკაცრად აკონტროლებენ

11 რადიკალური ისლამური ჯგუფის გაერთიანებით შექმნილმა ტერორისტულმა ორგანიზაცია "ისლამურმა სახელმწიფომ" მსოფლიოს თავი 2014 წელს გააცნო, როცა სირიასა და ერაყში ტერიტორიების დიდი ნაწილი დაიპყრო და ხალიფატი გამოაცხადა. იმავე წელს დაჯგუფებამ თავის დედაქალაქად სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქი რაქა გამოაცხადა. ქალაქში მოსახლეობის რაოდენობა დიდი ხანია 200 ათასს არ აღემატება. დიდი ხნის წინ რაქა დროებითი გასაჩერებელი ადგილი იყო, რომელიც სირიისა და ერაყის დიდ სავაჭრო ქალაქებს, მოსულისა და ბაღდათს შორის მდებარეობდა. 

ქალაქმა სახეცვლილება გასული საუკუნის 70-იან წლებში დაიწყო, როდესაც მდინარე ევფრატზე ჰიდროელექტროსადგური აშენდა. ამის შემდეგ გაიზარდა სოფლის მეურნეობა და მოსახლეობის რაოდენობა. დღეს რაქა ორი ქვეყნის გზაჯვარედინზეა, ერთია სირია, ხოლო მეორე ერაყი. შესაძლოა სწორედ ამის გამო გადაწყვიტა "ისლამურმა სახელმწიფომ" ამ ქალაქისთვის დედაქალაქის სტატუსის მინიჭება.

ჯერ კიდევ, "დედაქალაქის" სტატუსის მიღებამდე, რაქაში იყო რამდენიმე კერძო უნივერსიტეტი და სახელმწიფო პროფესიული სასწავლებელი. ქალაქში მუშაობდა კაფე, ზაფხულში ქალაქის ქუჩებში ხალხი გვიანობამდე სეირნობდა, სტუმრობდნენ პარკებს, რესტორნებს იქამდე, სანამ ქალაქი ტერორისტულმა დაჯგუფებამ არ დაისაკუთრა.



 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

რაქას პროვინცია - ქვეყანაში სიდიდით მესამეა. ქალაქში ინდუსტრიული მეურნეობა განვითარებული არ იყო, მოსახლეობის უმეტესობა დასაქმებული იყო სოფლის მეურნეობაში და საჯარო სამსახურში. ქალაქის მოსახლეობის უმეტესობა სუნიტია. ქალაქში ცხოვრობდნენ სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობები, მათ შრის ქურთებიც, თუმცა ისინი "ისლამურმა სახელმწიფომ" ქალაქიდან გამოაძევა მას შემდეგ, რაც ქურთების ერთგულებაში დაჯგუფებას ეჭვია შეეპარა, ამის საფუძელი კი სირიის სხვა რაიონში "ისლამურ სახელმწიფოსა" და ქურთული დაჯგუფების შეტაკება გახდა. 



შარიათის კანონები

"ისლამურმა სახელმწიფომ" შექმნა შარიათის სამართალი, უფრო ზუსტად შარიათის კანონები. რაქასა და მის მიმდებარე ტერიტორიებს მართავს "ვალი" ანუ დამცველი, რომელსაც ემორჩილება რამდენიმე ემირი, თითოეული მათგანი პასუხისმგებელია მათ დაქვემდებარებულ დეპარტამენტზე.

 


გაურკვეველი მომავალი
ქალაქ რაქაში ქალებსა და გოგონებს ქუშაში გამოსვლა მამაკაცის გარეშე აკრძალული აქვთ, მამაკაცი კი უნდა იყოს მამა, ძმა ან ქმარი. ქალები ვალდებულნი არინ ეცვათ ნიქაბი, რომელიც მათ მთლიან სხეულს ფარავს და მხოლოდ თვალების გამოჩენა შეუძლიათ. ქალაქში პატრულირებს სპეცალური პოლიცია, რომელიც ემორჩილება შარიათის კანონებს, აცვიათ შესაბამისი ფორმა.მოწევა ყველგან აკრძალულია, მწეველს იჭერს სპცეციალური საპატრულო სპეცრაზმი "ალ-ჰიზბი" და სჯიან გაროზგვით. ყველა მამაკაცი ვალდებულია დღის განმავლობაში სალოცავად მეჩეთში წავიდეს. ტელეფონში ქალის სურათის შენახვისთვის მამაკაცები 30 დარტყმით ისჯებიან. მათ ფეხბურთის ყურებაც აკრძალული აქვთ. კაფეს, სადაც საფეხბურთო მატჩებს აჩვენებენ, პოლიცია ხურავს. 



 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ქალაქში პატრულირებს ქალი პოლიციელების დაჯგუფებაც - "ალ - ჰანსა". ისინი ქუჩაში გამოსული ქალების ჩაცმულობას მკაცრად აკონტროლებენ, იქ სავალდებულოა ქალებს "ისლამური სახელმწიფოს" კანონების შესაბამისად ეცვათ. 


ქალაქში აკრძალულია სილამაზის სალონები, ქალები უმეტესად სახლში ყოფნას ამჯობინებენ, რათა თავიდან აიცილონ პოლიციასთან ან ჯიჰადისტებთან შეხვედრა, ეს უკანასკნელნი კი გაუთხოვარ ქალებსა და ქვრივებს გათხოვებას აიძულებენ. ბავშვების ყოლა წახალისებული არ არის, რადგანაც ახალგაზრდა ქმრები შეტაკებების დროს ხშირად იღუპებიან. 

რაქაში მცხოვრები სირიელები ფიქრობენ, რომ "ისლამური სახელმწიფოს" არსებობა ადრე თუ გვიან დასრულდება, მანამდე კი მათ სხვა არჩევანი არ აქვთ რეპრესიებისა და ძალადობის ატანის გარდა.

 

წყარო: http://www.bbc.com/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2809
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია