დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ყველაზე გავრცელებული გვარები საქართველოში
2014/12/24 12:37:56

პირადობის მოწმობის მქონე მოქალაქეების სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, თბილისში დიდი გვარის პირველი სამეული ასეთია: 

მაისურაძე - 4 678, წიკლაური - 3 726, გელაშვილი - 3 174. 

სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო ანალიტიკურმა სამმართველომ, პირადობის მოწმობების მიხედვით, გავრცელებული გვარები რეგიონების მიხედვითაც დათვალა. აღმოჩნდა, რომ აფხაზეთში ყველაზე დიდი გვარს შონიები ქმნიან - 2 250, აჭარაში - ბერიძეები - 11 935. გურიაში ყველაზე მეტნი ჩხაიძეები არიან - 2 064, იმერეთში კაპანაძეები ლიდერობენ - 6 073, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 5 437 კვარაცხელია ცხოვრობს, ხოლო რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში მრავალრიცხოვნებით ლიპარტელიანები გამოირჩევიან - 1 189. კახეთში ყველაზე მეტი მჭედლიშვილია -1 959, ხოლო მცხეთა-მთიანეთში წიკლაურის გვარის წარმომადგენლები ჭარბობენ -- 1 987. ყველაზე გავრცელებული გვარი ქვემო ქართლში მამედოვია - 16 150, შიდა ქართლში - გელაშვილები - 3 059. გელაშვილები ლიდერობენ, აგრეთვე, სამცხე-ჯავახეთშიც - 2 265.


მოქალაქეს, რომელსაც 16 წელი შეუსრულდება ვალდებულია, აიღოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები კანონით გათვალისწინებული დოკუმენტების ჩაბარებიდან მე-10 სამუშაო დღეს პირადობის მოწმობას უფასოდ გასცემენ.


10 ყველაზე გავრცელებული გვარი საქართველოში:
1. ბერიძე - 19 765 2. მამედოვი - 19 294 3. კაპანაძე - 3 914 4. გელაშვილი - 13 505 5. ალიევი - 13 118 6. მაისურაძე - 12 542 7. გიორგაძე - 10 710 8. ლომიძე - 9 581 9. წიკლაური - 9 499 10. კვარაცხელია - 8 815
ათი ყველაზე გავრცელებული გვარი თბილისში: 
1. მაისურაძე - 4 678 2. წიკლაური - 3 726 3. გელაშვილი - 3 174 4. ხუციშვილი - 2 997 5. კაპანაძე - 2 880 6. არუთინოვი - 2 733 7. მჭედლიშვილი - 2 679 8. გიორგაძე - 2 476 9. სარქისიანი - 2 416 10. ლომიძე - 2 324
სამი ყველაზე გავრცელებული გვარი აფხაზეთში:
1. შონია - 2 250 2. გოგოხია - 2 232 3. კვარაცხელია - 2 177
სამი ყველაზე გავრცელებული გვარი აჭარაში:
1. ბერიძე - 11 935 2. ბოლქვაძე - 6 261 3. დიასამიძე - 5 050

 

წყარო: http://w.dainteresdit.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6828
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია