დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში სალონური საღამოების ტრადიცია აღდგა
2016/05/24 11:09:53

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ  პოეზიის საღამოზე უცხოელმა პოეტებმა ქართველ მკითხველს ლექსები იტალიურ, თურქულ, რუსულ და ებრაულ ენებზე წაუკითხეს. როგორც ცნობილია, წლების მანძილზე საქართველოში ჩამოსული სტუმრები სწორედ ალექსანდრე ჭავჭავაძის ოჯახში ეცნობოდნენ ქართული ერის ისტორიას. ამჯერად კი, სხვადასხვა ქვეყნის კულტურა და ტრადიციები პოეზიამ გააერთიანა.


პოეტ დავით მაღრაძის მოწვევით წინანდალს ესტუმრნენ თანამედროვე ლიტერატურის თვალსაჩინო წარმომადგენლები: მეჰმეთ ოლთუნი, დავიდე რონდონი, ვალერი პოპოვი, ტატიანა გროზნაია და დანიელ ოზი. სალონური საღამო ღვინისა და ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში გაიმართა, რომლის გაგრძელება მომავალშიც არის დაგეგმილი. „ეს შესანიშნავი საღამო, რომელიც თავისთავად მნიშვნელოვანი ღონისძიებაა წინანდლისთვის და პოეზიისთვის ზოგადად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მივუძღვენით. ჩემი მეგობრების, გიორგი რამიშვილისა და გიორგი ხარაბაძის დახმარებით შევძელით თანამედროვე პოეზიის წარმომადგენლების ჩამოყვანა და მათი შემოქმედების ქართველი მკითხველისთვის გაცნობა“ - განაცხადა დავით მაღრაძემ, რომელმაც უცხოური პოეზიის თარგმანების გარდა, რამდენიმე ლექსი ახალი კრებულიდანუსადაუროწაიკითხა.

 

 

სილქ როუდ ჯგუფი“ 2007 წლიდან ახორციელებს წინანდლის ისტორიული კომპლექსის მართვას და პატრონაჟს. მუზეუმის და ბაღის რეაბილიტაციისთვის კომპანიამ 12 მილიონი ლარის ინვესტიცია გამოყო, მოხდა კომპლექსის რეკონსტრუქცია/რესტავრაცია, რამაც შენობას და მის მიმდებარე ტერიტორიას ისტორიული ღირებულება დაუბრუნა. დღესდღეობით ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი სხვადასხვა გამოფენების, კონცერტების, მასტერ-კლასების და სხვა კულტურული ღონისძიებების სასურველი სამასპინძლო სივრცეა.

 

 

სკამზე სხედან მარჯვნიდან მარცხნივ : კირა გროზნაია,დათო მაღრაძე, დავიდე რონდონი, მეჰმეტ ალთუნი

ზედა რიგში დგანან: დანიელი ოზი, გიორგი ხარაბაძე, ვალერი პოპოვი

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6131
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია