დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
კანიბალიზმი 1930-იანი წლების უკრაინაში და საბჭოთა კავშირის მიერ მოწყობილი მასობრივი შიმშილობა
2011/02/28 12:23:24

პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითმა კომისიამ პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროექტის - ოკუპაციის მიერ გადაღებული ფილმის ჩვენება მოაწყო. აღნიშნული ფილმი უკრაინაში მომხდარ კოლექტივიზაციის პროცესს ეხება და ერთ-ერთი შმადგენელი ნაწილი იმ დანარჩენი ფილმებისა, მიხეილ სააკაშილის დაკვეთით რომ უნდა გადაიღონ.

პრეზიდენტის ინიცაიტვით გადაღებული იქნება 20 დოკუმენტური ფილმი, რომელიც რუსეთის მიერ შესრულებულ ოკუპაციებს შეეხება და გავლებული იქნება პარალელები რეალობასთან.  იგეგმება ამ ფილმების  იმ ქვეყნებში ჩვენებაც, რომელთა ოკუპაციაც რუსეთმა მოახდინა. პრეზიდენტის ფონდმა სწორედ მათ გადასაღებად გამოყო 200 000 ლარი. ფილმების გადაღებაში აქტიურად მონაწილეობდა საგარეო საქმეთა სამინისტროც.

პირველი ფილმის ჩვენება ეხებოდა უკრაინაში 1933 წელს მომხდარ მასობრივ შიმშილობას ანუ „გოლოდომორს“. შიმშილობა გამოწვეული იყო საბჭოთა კავშირის პოლიტიკით, როცა კერძო მეურნეები იძულებით გააწევრიანეს კოლექტიურ მეურნეობებში. შინა მეურნეობების მოშლამ გამოიწვია მოსახლეობის გაღარიბება. არსებობს მოსაზრება, რომ „გოლოდომორი“ ხელოვნურად  იყო გამოწვეული უკრაინული ნაციონალიზმის შესაჩერებლად. 2008 წელს დაახლოებით 19-მა ქვეყანამ და უკრაინამაც „გოლოდომორი“ გენოციდად შეაფასა. შოთა მალაშხიას განცხადებით, ამ პერიოდში უკრაინაში დაახლოებით ოთხიდან  შვიდ მილიონამდე ადამიანი დაიღუპა.

შოთა მალაშხია: „თუ ფაშისტები მანამდე მხოლოდ სიკვდილით იყვნენ დაკავებულნი, აქ იყო ფიზიკური, მორალური და სულიერი განადგურება ადამიანებისა, აქ ისინი მიჰყავდათ კანიბალიზმამდე. თავიანთ შვილებსაც კი სჭამდნენ. ასე ამყარებდნენ თავიანთ ხელისუფლებას რუსები“.

უკრაინაში მომხდარმა ტრაგედიამ დიდი გავლენა მოახდინა დამსწრე საზოგადოებაზე. ფილმში გამოკვეთილი იყო თითქმის დაუჯერებელი ფაქტები, რომელიც კანიბალიზმს ეხებოდა. თავად ფილმის რეჟისორებისა და სცენარისტებისათვისაც კი აღმოჩენა იყო ამგვარი შემთხვევები.

დიმიტრი ტატიშვილი (მსახიობი): „ძალიან საინტერესო  იყო ამ პროექტზე მუშაობა. იმ ინფორმაციის გარდა, რისი მოძიებაც ინტერნეტით არის შესაძლებელი, ადგილზე ჩასვლისას ძალიან ბევრი საინტერესო რამ შევიტყვე.  ჩვენი მეშვეობით მაყურებელი გაიგებს ძალიან მნიშვნელოვან ფაქტებს“.

„გოლოდომორის“ პრემიერა 25 თებერვალს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერშიც შედგა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2785
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია