საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერია სოცილურად დაუცველ ორ ოჯახს დაეხმარა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/12/11 15:50:41

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მურღულია მერიის სოციალური და საბინაო  სამსახურის წარმომადგენლებთან  ერთად სოციალურად დაუცველ ორ  ოჯახს  შეხვდა.  შოთა მურღულიამ საღორიის საავადმყოფოში მყოფი სოციალურად დაუცველი მარგალიტა მაკარიძე მოინახულა. მერიის ინიციატივით, მარგალიტა მაკარიძეს სტაციონალურ ხარჯებს აუნაზღაურებენ და სამედიცინო დაწესებულებაში  ყოფნის პერიოდში საკვებით უზრუნველყოფენ. მერისა მოვალეობის შემსრულებლმა ასევე მოინახულა ის საცხოვრებელი ავტოფარეხი, სადაც მაკარიძეები ცხოვრობენ. შოთა მურღულიას განცხადებით, მმშ და მერიის სამსახურების უფროსები საკუთარი ხარჯებით გაურემონტებენ საცხოვრებელ ფართს სოციალურად დაუცველებს.

 

დღესვე ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებმა კიდევ ერთ  სოციალურად დაუცველი  მუზიკო ლაგვილავა მოინახულეს, რომელსაც პროდუქტი გადასცეს და აღნიშნეს, რომ ლაგვილავა მერიის სოციალური მომსახურების პროექტში ჩაერთვება და მატერიალურ დახმარებას მიიღებს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2091
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია