საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
სტუდენტების ინტერესების დაცვის მიზნით, უცხოეთიდან საქართველოში მობილობის წესით გადმოსვლის ახალი მექანიზმი შეიქმნა
2018/08/31 14:05:00

 

 

 განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო დროს გააქტიურდნენ კერძო კომპანიები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს მოკლე ტექსტური შეტყობინებების და სოციალურ ქსელების საშუალებებით სთავაზობენ ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე საქართველოში ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვას.  

 

სისტემის მოწესრიგების მიზნით, საქართველოს მოქალაქეებისათვის თანაბარი საგანმანათლებლო უფლებების უზრუნველსაყოფად, ცვლილება შედის სწავლის უფლების მინიჭების წესში. უცხოეთიდან საქართველოში სტუდენტების მობილობის წესით გადმოსვლისას, საქართველოს მოქალაქეებისათვის უნივერსიტეტში ჩარიცხვის აუცილებელი წინა პირობა ხდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება. გამოცდის ჩაბარება შესაძლებელი იქნება როგორც შემოდგომის, ასევე გაზაფხულის სემესტრში მობილობის უზრუნველსაყოფად.

 

აბიტურიენტებს და მათ მშობლებს ვთხოვთ, ნუ ენდობით კერძო კომპანიებს, რომლებსაც არ გააჩნიათ საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების კანონმდებლობით დადგენილი ავტორიზაცია და გთავაზობენ საგანმანათლებლო მომსახურებას, მათ შორის, საქართველოში ავტორიზებულ უნივერსიტეტებში უგამოცდოდ ჩარიცხვას.

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აქტიურად მუშაობს უცხოეთის უნივერსიტეტებიდან სტუდენტების საქართველოს ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლებში გადმოსვლის შესაძლებლობის შექმნის მიმართულებით, რაც დადგენილია როგორც ბოლონიის პროცესის მობილობის წესებით, ასევე, სხვა საერთაშორისო შეთახმებებით აღებული ვალდებულებების ფარგლებში.

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 311
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია