დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ადამიანები არ უნდა გაუჩუმდნენ პრობლემებს!
2010/10/25 16:36:28

სამოქალაქო საზოგადოება სრულყოფილად რომ ჩამოყალიბდეს, პირველ რიგში აუცილებელია მოსახლეობის ინფორმირება საზოგადოებაში მიმდინარე დადებით თუ უარყოფით პრობლემებზე, მათი გამოაშკარავება და ამის შემდეგ პრობლემის გადაჭრაზე ფიქრი - სწორედ ამ თემას ეხება პროგრამა „მოსახლეობის ფორუმი სამოქალაქო ჩართულობისთვის.“ მას ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი ახორციელებს ლატვია-საქართველოს თანამშრომლობის ფონდთან (ლატვია) პარტნიორობით (დონორი: ნაციონალური შემოწირულობები დემოკრატიისთვის (National Endowments For Demokrate).

პროექტის განხორციელება ქუთაისელ ჟურნალისტებთან  შეხვედრით  დაიწყო.                       ლატვიელმა  სტუმრებმა: ქალაქ იაუნპილსის მერმა, ქალბატონმა ლიგიტა გინტერიემ, ვიცე-მერმა კია ზივერტემ და ლატვიის სამთავრობო რეგიონული პროექტის კოორდინატორმა მარტინ ვალტერმა ფორუმის ძირითად არსზე ისაუბრეს.

„ხალხი არის პატარა თვითმმართველობა. მათ თვითონ უნდა მართონ თავიანთი პრობლემები. ფორუმი არის ხალხისთვის, რომ მონაწილეობა მიიღონ, ისაუბრონ უარყოფით თემებზე და თვითონვე მოძებნონ გამოსავალი. ადამიანები არ უნდა იყვნენ გაჩუმებულნი პრობლემების წინაშე. ფორუმი პირველად 2004 წელს ჩატარდა, შემდეგ 2008 წელს და ახლა. ეს ყველაფერი პერიოდულად ხდება,“ - განაცხადა „P.S.“-თან საუბარში ქალაქ იაუნპილსის მერმა, ქალბატონმა ლიგიტა გინტერიემ.

თამარ ღვინიანიძე, ტელეკომპანია „რიონის“ გენერალური დირექტორი: „ძალიან საინტერესოა მათთან ურთიერთობა და გამოცდილების გაზიარება. მნიშვნელოვანია სახალხო ფორუმი, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის მმართველობაში მოსახლეობის ჩართულობას. მსგავსი ტიპის შეხვედრები გაზრდის ცნობადობას და განსაზღვრავს ურთიერთობის ფორმებს ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის. ჩვენს ხალხს ნამდვილად აკლია ეს გამოცდილება.“

პროექტის ფარგლებში მომზადდება მოსახლეობის ფორუმი, ორგანიზება გაუკეთდება შეხვედრებს დაინტერესებულ პირებთან და მოსახლეობის ფორუმის წამყვანი კომიტეტის წარმომადგენლებთან, მოხდება კონკრეტული სოციალური თუ ეკონომიკური პრობლემის გადაჭრის კონკრეტული სამოქმედო გეგმის შემუშავება. დაგეგმილია საპროექტო ჯგუფის წევრების ვიზიტი ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციების წარმომადგენლებთან, მნიშვნელოვან ღონისძიებას წარმოადგენს ინტერესთა ქარტიის შემუშავება და ხელმოწერა.

პროექტის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს ხალხის ინფორმირება სამოქალაქო უფლებებზე, ასევე საქართველოს მდგრადი დემოკრატიული საზოგადოებისათვის ღია დიალოგის ხელშეწყობა. ამ მიზნით მომზადდება და გამოიცემა ქუთაისის მუნიციპალიტეტში გამართული მოსახლეობის ფორუმის და ზოგადად სამოქალაქო ჩართულობის შესახებ 3-5 პუბლიკაცია ქართულ და რუსულ ენებზე (ტელე-რადიო და ბეჭდური პუბლიკაციები). აქტივობის პროფესიონალურ დონეზე შესრულების მიზნით დაგეგმილია PR-კამპანია.

პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სასწავლო ვიზიტი ლატვიის რესპუბლიკაში და შეხვედრების ორგანიზება ჟონპილის და სპრუნდას მუნიციპალიტეტებში.

 

სალომე კაპჭელაშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1398
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია