დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დევნილთა სააგენტო დევნილებისთვის ბინების შესყიდვის მიზნით მენაშენეების წინადადებებს 13 ივლისის ჩათვლით მიიღებს
2021/06/05 17:27:02

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო მენაშენეების პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, თბილისსა და ქუთაისში ბინებს შეისყიდის.

 

საცხოვრებელი ფართების შესყიდვის წესის განმახორციელებელი კომისიის შუალედურ სხდომაზე მენაშენეების მიერ წარმოდგენილი საკონკურსო წინადადებები განიხილეს.

 

მიმდინარე წელს, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის ბინების შესყიდვის მიზნით, დევნილთა სააგენტოს ბიუჯეტიდან 25 მილიონი ლარი გამოიყო. კომისიამ კონკურსში მონაწილე სამშენებლო კომპანიებისთვის სპეციალური კრიტერიუმები დაადგინა. მენაშენეების საკონკურსო წინადადების მიღება 13 ივლისის ჩათვლით გრძელდება.  

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა სამშენებლო კომპანიებმა წინადადებები დევნილთა სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში უნდა წარადგინონ:

 

თბილისი, თამარაშვილის 15ა;

 

ქუთაისი, აბაშიძის გამზ. N27;

 

ზუგდიდი, დ. აღმაშენებლის ქ. N106.

 

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე - https://idp.gov.ge/statement-43/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 486
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია