დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გლდანში გაზის აფეთქებას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2015/07/14 20:04:27

გლდანის მე-6 მიკრორაიონში, მეორე კორპუსის მე-5 სართულზე მძლავრი აფეთქების შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა, ორი კრიტიკულ სიტუაციაშია, ერთ ადამიანს კი - ნანგრევებში ეძებენ.


ასევე, მთლიანად დაზიანდა კორპუსის სადარბაზო და  შესაბამისად , მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა.  მაშველები შენობის ჩამონგრეული ნაწილის დემონტაჟს ახორციელებენ, რის გამოც ადგილზე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული.


როგორც #2 კორპუსის, ასევე მახლობელი მრავალსართულიანი შენობების მიმდებარედ ადგილობრივებს მიახლოების საშუალება არ ეძლევათ, რადგან სამართალდამცველების განცხადებით, არსებობს საშიშროება, რომ როგორც დაბზარული კედლები, ისე ნახევრადჩამსხვრეული მინები ჩამოიშალოს.


ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების რამდენიმე ბრიგადა, ასევე სამაშველო ეპიკაჟი და პოლიციელები იმყოფებიან.

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ქირურგიის ეროვნულ ცენტრში იმყოფებოდა, სადაც გლდანში აფეთქების შედეგად დაშავებული ორი ადამიანია გადაყვანილი. სერგეენკოს ინფორმაციით, ორივე გოგონას მდგომარეობა კრიტიკულია.
"ორივეს მდგომარეობა მძიმეა. ერთ-ერთ მათგანს უახლოეს პერიოდში გადაიყვანენ დამწვრობის ცენტრში. ორივე რეალურად კრიტიკული მდგომარეობაა, თუმცა ექიმები ყველაფერს აკეთებენ მათი სიცოცხლის გადასარჩენად. კიდევ ერთი დაზარალებული გადაყვანილია სხვა კლინიკაში. გარდა ამისა, ორი არის ორსული ქალბატონი, რომელთაც დაზიანება არ ჰქონდათ, მაგრამ გადაწყვიტეს, მკურნალ ექიმთან გაიარონ კონსულტაცია", - განაცხადა სერგეენკომ.

 

არსებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ჩამოშლილ სინკარებში კიდევ ერთი ადამიანია მოყოლილი. მისი სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. ცოტა ხნის წინ ადგილზე დამატებითი მძიმე ტექნიკა მიიყვანეს.

 

აფეთქების გამომწვევი მიზეზების დასადგენად უკვე დაწყებულია გამოძიება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4439
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია