დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა გელათის სამონასტრო კომპლექსში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
2010/09/21 13:04:31

გუშინ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა  დირექტორმა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. მოგვიანებით კი სოფელ ტაბაკინს ეწვია, სადაც წმ. გიორგის ეკლესიაში არსებული ფრესკების საკონსერვაციო სამუშაოები შეაფასა.

 საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით გელათის მონასტერში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების პარალელურად პირველად დაიწყო ფრესკების კონსერვაცია. ამ დროისათვის კედლის მხატვრობის გაჯანსაღების პირველი ეტაპი წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში მიმდინარეობს. გელათის მონასტერში მიმდინარე ფიზიკური სამუშაოები იმ პროექტის ნაწილია, რომელიც გელათის სამონასტრო კომპლექსის თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნასა და რეაბილიტაციას გულისხმობს და ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ქართველი, გერმანელი და ესპანელი სპეციალისტების მიერ ერთობლივად დაიგეგმა.

გელათის სამონასტრო კომპლექსში სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის თანადაფინანსებით მიმდინარეობს. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1594
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია