დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლას ძველი სტატუსი დაუბრუნდა
2010/04/07 16:57:35

ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლას ფიზიკა-მათემატიკური სკოლის ძველი სტატუსი დაუბრუნდა.

სკოლას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სტუმრობდა და დაწესებულებას საჩუქრად 10 კომპიუტერი გადასცა. 
დიმიტრი შაშკინი №41 სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა და მათ კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარე რეფორმებზე გაესაუბრა.

ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის №41 საჯარო სკოლა წლების მანძილზე ფუნქციონირებდა, როგორც ფიზიკა-მათემატიკური სკოლა-პანსიონი და მთელ დასავლეთ და სამხრეთ საქართველოს ემსახურებდა. სასკოლო ოლიმპიადებში მიღწეული წარმატებებითა და უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულთა სტატისტიკით ქუთაისის 41-ე საჯარო  სკოლა ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესოა. 2009 წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში გამოვლენილ 30 საუკეთესო სკოლას შორის 41-ე სკოლამ მე-2 ადგილი დაიკავა.

ქუთაისის №41 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია პრეზიდენტის ნაციონალური მეგაპროგრამის „იაკობ გოგებაშვილი - საჯარო სკოლების რეაბილიტაცია“ ფარგლებში 2008 წელს განხორციელდა, რაზეც 1 500 000 ლარამდე დაიხარჯა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3069
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია