დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
მეგვეჭრა თავი სტუმართან!
2011/05/30 12:53:27

სტუმარი მეწვია დედაქალაქიდან. ქე იცით, ახლა სკოლებში გამოსაშობი გამოცდები ტარდება, ჰოდა, ჩემი სტუმარი ამ გამოცდების ზედამხედველად თუ დამკვირვებლად გამოანაწილეს ერთ-ერთ სკოლაში... რავა გითხრათ, მარა ქე მეიჭერით ქუთაისელმა ტაქსის შოფრებმა სამიდღემჩიოდ თავი, ამ პატიოსანი სტუმრის წინაშე... ახლა, მოგიყობით, რაფერ იაგავად იყო აგი საქმე: დაჯდა ჩემი სტუმარი ტაქსში და ახალგაზრდა შოფერს, ქუთაისელ კაცს, ეუბნება, მე-3 ატეესთან, მე-3 ქვეით ბრიგადასთან, „პლაშადკაზე“ - მიმიყვანეო... დადის ახლა ეს ბიჭი წაღმა-უკუღმა, მრიცხველი ჩართულია და უკვე 9 ლარზე რომ ევიდა, ჩემი სტუმრის იობის მოთმინების ფიალაც ეივსო და რას გავს ესო, უყვირა! თუ არ იცოდი არაფერი, გეთქვა თავიდანვეო!.. მერე, რო დააკვირდა, ცოტა მსუბუქ ეიფორიაშიც ქე იყო ის ახალგაზრდა, ისთე უნორმოდ დაყავდა მანქანა... ახლა შოფერმა აქეთ უყვირა მგზავრს, შეიქნა ამბავი: - გამიჩერე და გადავალო! - გადადი მერეო! არც აცია და არც აცხელა შოფერმა და ეს უცხო ადამიანი შუა ქალაქში ჩამოაგდო ტაქსიდან, თანაც რაფრა, 9 ლარი ქე გამოართვა... ახლა მეორე ტაქსში გადაჯდა გულშეწუხებული მგზავრი, იმან მე-3 ატეესს და მე-3 ბრიგადას ქე მოაგნო, მარა ბინის ნომერში გეიჭედა, მაგნაირი არაფერი მსმენიაო...

არა, მერე იტყვიან, ქაიხოსრო რიონს მოწამლავს ენითო...

მითხარით ახლა, რაფერი ამბავია, თუ არ ვთქვი სიმართლე, გასკდა ეს ბებერი და ოხერი გული...

მეორე დღეს, ვაცილებ სტუმარს დილით სკოლაში... აგვიანებს ადამიანი... ტაქსის ხსენება არ უნდოდა, მარა რა გვექნა... მივედით იქვე, ტაქსებთან... გამოყო შოფერმა თავი ტაქსიდან., თან წუმს, ცრის უბედურად და ცივა. სადაა მაი სკოლა, რომელია, რაფერ უნდა გავიდე მაგ ქუჩაზეო და ახლა ქე გადაირია თქვენი ქაიხოსრო... სანამ არ დამირეკა სტუმარმა, ადგილზე ვარო, მე ქე დამემართა, ბაბულიებო, ჩემი... კი, მიუყვანია ადგილზე სტუმარი, მარა, რაღაი... 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1359
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია