დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხას რამდენიმე მიწის ნაკვეთი დაემატა
ავტორი: ირინა მაკარიძე
2014/09/24 19:38:56


 ქუთაისის  საპრივატიზებო ობიექტების   ნუსხას  რამდენიმე  მიწის  ნაკვეთი    დაემატა.     საკრებულოს  ამ გადაწყვეტილებას  დღევანდელ,  რიგით მე-4 სხდომაზე  მხარი ოპოზიციის წარმომადგენლებმაც    კი დაუჭირეს. 


  როგორც ფრაქცია  “ნაციონალური  მოძრაობის“   ლიდერმა   დავით გოგისვანიძემ  ჟურნალისტებს განუცხადა,   რომ  ისინი საპრივატიზაციო  ობიექტების ნუსხის გაზრდას  მხარს უჭერენ, რადგან ვინმემ  პრივატიზების და ინვესტიციების შემოსვლის პროცესის  შეფერხებაში არ დაადანაშაულოს.  თუმცა  გოგისვანიძის თქმით,  მას არ სჯერა, რომ ამ მიწების გაყიდვას თან ბიზნესის აყვავებაც მოჰყვება.  

მისი თქმით, მავანნი მიწას ყიდულობენ  და უკეთესი დროს დადგომას ელოდებიან,  რომ  შემდეგ ეს მიწა   კიდევ  უფრო  სარფიანად  გაყიდონ-

„ინფორმაციას გვაწვდის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი,   რომ არსებობს ინვესტორი,  რომელიც 2  მლნ  ლარის დახარჯვას აპირებს  ტაბიძის ქუჩის სანაპირო ზოლზე,  მაგრამ ჩვენთვის საეჭვოა ,  რომ  იქ,  დარჩენილ  ვიწრო ზოლში,    რაიმე შენობების აშენება შეიძლებოდეს.“- განუცხადა   „P.S“ -ს  გოგისვანიძემ.

 


საკრებულომ   დღევანდელ  სხდომაზე   მიმდინარე     წლის  ბიუჯეტში ცვლილებების  შეტანასაც  უყარა  კენჭი.  ამ საკითხის მიმართ ერთიანობა მხოლოდ   მმართველმა   უმრავლესობამ  გამოიჩინა.


ქუთაისის  მერის მოადგილის, კოტე ქავთარაძის თქმით,  1მლნ  300 ათასი  ლარი რეგიონალური  განვითარების ფონდიდან     "თამარ   მეფის"  ქუჩის სრული რეაბილიტაციისათვის  გამოიყო,  ასევე   96 ათასი  ლარი   ასათიანის  ქუჩისათვის განისაზღვრა.  მისი თქმით, ხარჯები გაიზარდა  პროგრამა  „კორპუსისათვის“ -კორპუსებისა და ეზოების მოწესრიგებისათვის დამატებით  560   ათასი  ლარი დაიხარჯება.


საბიუჯეტო  ცვლილებებს  არ ეთანხმება    საკრებულოს ფრაქცია  „ნაციონალური მოძრაობა“.   მათი თქმით,  გზების რეაბილიტაციისათვის შემოდგომა და ზამთარი საუკეთესო დრო არ არის,  ამასთან, ბესიკ ბრეგაძისათვის გაუგებარია,  რა მიზეზით  მოაკლდა  ღვარსადენების რეაბილიტაციის ღონისძიებებს    ნახევარი მლნ ლარზე მეტი,   სანაცვლოდ კი, გზების რეკონსტრუქციას   დაემატა  -   „ეს თანხა გამოიყო    „თამარ  მეფის“ ქუჩის  რეაბილიტაციისათვის.   ამასთან დაკავშირებით მაქვს კითხვები,  რადგან   წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგებისათვის ქალაქში   მუშაობს გამარჯვებული   ორგანიზაცია „კობრა“   და  ის ვალდებულია  აღადგინოს  გზის ის  საფარი, სადაც    სამუშაოებს  ჩაატარებს,  ამდენად ამ საქმისათვის დამატებით ხარჯებს ქალაქი არ უნდა ხარჯავდეს.“ -განუცხადა ბრეგაძემ  “P.S”-ს.   მისი თქმით,   კითხვებზე პასუხის   გაცემის ნაცვლად ოპონენტები იმით პასუხობენ,  რომ კითხვები არ უნდა  გიჩნდებოდეთო.“

 

ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს მოაკლდა ასევე  ახალი ბაღის მშენებლობისათვის  განკუთვნილი    400 ათას ლარამდე თანხა.  ეს ბაღის მშენებლობის  დაწყების შეფერხებამ   გამოიწვია.


საკრებულომ  დღევანდელ  სხდომაზე  სულ  6  საკითხი განიხილა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5443
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია