დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ნუგეშა გაგნიძე სტუმრად ზღაპართოთახში
2015/10/22 18:22:44

დღეს, 22 ოქტომბერს, შშმ ბავშვთა დღის ცენტრ ჯადოსნური სამყაროს ზღაპართოთახს ნუგეშა გაგნიძე ეწვია. საერთაშორისო ქალთა ორგანიზაცია სოროპტიმისტ ინტერნაციონალი – ქუთაისი კოლხას ეგიდით მობრძანებულმა სტუმარმა, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, გერმანისტმა დღის ცენტრის აღსაზრდელებს საკუთარი ბავშვობის შესახებ უამბო და თავისი ბავშვობის რჩეული ზღაპრები კოკორი და წყლის დედოფალი წაუკითხა, რუსული და ბრაზილიური ზღაპრების შემდეგ კი ბავშვების თხოვნით კიდევ ერთი სოფი დე მიულენჰიემის ზღაპარი ჩუ, დაძინება გვინდა უამბ მათ.


ქალბატონმა ნუგეშამ შთაბეჭდილებების წიგნში განსაკუთრებული ემოციები ასახა და ბავშვებს დაპირდა, რომ მალე საერთაშორისო ქალთა ორგანიზაცია სოროპტიმისტ ინტერნაციონალი – ქუთაისი კოლხას წარმომადგენლებთან ერთად ეწვევა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3289
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია