დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მრავალშვილიანი მშობლის სტატუსს პირს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მიანიჭებს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/05/08 10:28:22

 

საქართველოს მთავრობის N212 დადგენილებით განისაზღვრა მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მინიჭების წესი და პირობები. ამ სერვისს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო სერვისების  განვითარების სააგენტო განახორციელებს.

 

მთავრობის დადგენილების საფუძველზე განხორციელებული ცვლილების თანახმად, პირმა სტატუსის დადგენაზე განაცხადი უნდა წარადგინოს ნებისმიერ იუსტიციის სახლში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში ან საზოგადოებრივ ცენტრში. ყველა მრავალშვილიან პირს, რომელიც კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაბამის პირობებს აკმაყოფილებს,  შესაძლებლობა ექნება, მოითხოვოს სტატუსის დადგენა.  

 

აღსანიშნავია, რომ დღემდე აღნიშნული სტატუსის დადგენისთვის არ იყო განსაზღვრული ერთი საერთო წესი და პასუხისმგებელი უწყება.

 

 დადგენილების თანახმად, მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი დაუდგინდება:

  •  საქართველოს მოქალაქეს ან სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელსაც ჰყავს 4 ან მეტი შვილი ან ნაშვილები;
  • სტატუსის დადგენისათვის შვილების ასაკი შეზღუდული არ არის. იგი შეიძლება დაუდგინდეს როგორც არასრულწლოვანი, ასევე სრულწლოვანი შვილების მშობელს;
  • მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე პირი ერთდროულად შეიძლება იყოს ორივე მშობელი - დედაც და მამაც;

 

 მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დადგენაზე გადაწყვეტილება მიიღება განაცხადის წარდგენიდან 30-ე კალენდარულ დღეს.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 889
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია