დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
დებატები ადამიანის უფლებათა სახლში
2010/03/11 16:00:57

დღეს ქუთაისის ადამიანის უფლებათა სახლში სახალხო დამცველის ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელმა ბექა მინდიაშვილმა, ტოლერანტობის ცენტრის ასისტენტმა მარიამ ღავთაძემ, დეკანოზმა კახაბერ კურტანიძემ და ჟურნალ „სოლიდარობის“ რედკოლეგიამ შეხვედრა გამართა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და სტუდენტებთან. შეხვედრაზე გაიმართა დისკუსია თემაზე „რელიგია და სახელმწიფო“.

კახაბერ კურტანიძე: „სახელმწიფო მმართველობა და რელიგია ერთმანეთში არ უნდა აირიოს. თუმცა რელიგია და დემოკრატია ურთიერთშეუთავსებელი არ არიან და შესაძლებელია, რომ რელიგიებმა ძალზე სასარგებლო სოციალური როლი ითამაშონ. საზოგადოების წინაშე მდგარი პრობლემების მოგვარებისას სამოქალაქო ავტორიტეტებს რელიგიების დახმარებით შეუძლიათ მნიშვნელოვანწილად შეამცირონ და აღმოფხვრან ის, რაც რელიგიურ ექსტრემიზმს კვებავს, თუმცა ამ გზით ყველა პრობლემის გადაწყვეტას ვერ შეძლებენ.

რელიგიის თავისუფლება დაცულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-9 მუხლით და ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-18 მუხლით. თუმცა ეს თავისუფლება განუსაზღვრელი არაა: თუ რელიგიის დოქტრინა ან პრაქტიკა დანარჩენ ძირითად უფლებებს შეეწინააღმდეგება, მაშინ ის მიუღებელი იქნება. ყოველ შემთხვევაში, შეზღუდვები, რომელსაც კანონი დააწესებს, აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში საჯარო უსაფრთხოების ინტერესების უზრუნველსაყოფად, საჯარო წესრიგის, ჯანმრთელობის თუ ზნეობის დასაცავად, ანდა სხვების უფლებებისა და თავისუფლების დასაცავად“.

დებატების დროს ადამიანის, ბავშვის უფლებებზეც გამახვილდა ყურადღება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1400
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია