დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პოეტ ნანა დარჩიაშვილის თანაგრძნობის წერილი ქუთაისელებს, დამსახურებული პედაგოგის, გულისა იმედაძის ხსოვნის პატივგებისთვის
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2022/05/22 04:25:00

 

 

 დედაქალაქში მცხოვრები ცნობილი ქართველი პოეტი, ქალბატონი ნანა დარჩიაშვილი თანაგრძნობის წერილით მიმართავს ქუთაისელებს, დამსახურებული პედაგოგის, გულისა იმედაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. 


ჩემო ქუთაისელებო, საამაყო მამულიშვილნო, განსხვავებულნო! მინდა, ხმა მოგაწვდინოთ თბილისიდან, რამეთუ მწამს, რომ ბევრი ქუთაისელი იქნება  ჩემებრ გულნატკენი.

 

40 დღე მიიწურა, რაც აღარ დააბიჯებს თქვენი ზიარი ცის ქვეშ დამსახურებული პედაგოგი გულისა იმედაძე, რომელმაც ასეულობით მოსწავლე-ახალგაზრდის აღზრდის საქმეს შეალია სული, და განა მხოლოდ საყვარელი მასწავლებელი იყო? სამაგალითო დედამ სამაგალითო შვილებიც შემატა ჩვენს ერს.


ვაი, ვაი, რომ ვერ ჩამოვედი ქუთაისში და ვერ ჩავხედე მზრუნველ თვალებში ჩემი უსაყვარლესი უმცროსი მეგობრის, კომპოზიტორ მანანა იმედაძის დედას - ვერ მოვეფერე...


რა დამავიწყებს, სატელეფონო საუბრისას რომ ვკითხავდი, როგორ ხარ-მეთქი, წამიღიღინებდა -„ცოცხალი ვარ, ცოცხალიიი“.


დღეს სამუდამო სასუფეველში უდევს ბინა. თვალცრემლიანი ვავედრებ უფალს, მარადიული ნათელი ადგეს მის სპეტაკ სულს.

აი, ეს არის წუთისოფელი...


                                                                               გულისა იმედაძე, შვილიშვილებთან ერთად მღერის...

 

 „ვიდრე ვიცოცხლებ, არ დავივიწყებ,

მექნება ნატვრა, გაუხუნარი,

ისღა მამშვიდებს, რომ სუყველანი,

დროებითა ვართ სოფლის სტუმარნი!“

 

პოეტი ნანა დარჩიაშვილი

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 990
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია