დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
აქტიური ჟურნალისტები არჩევნებზე დაჯარიმდებიან?!
2010/03/01 13:55:01

საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, არჩევნებზე ჟურნალისტებისა და დამკვირვებლების მუშაობა მნიშვნელოვნად იზღუდება.

126-31 მუხლის თანახმად, 500-ლარიან ადმინისტრაციულ ჯარიმას ითვალისწინებს დამკვირვებლის, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის ან მასმედიის წარმომადგენლის მიერ საარჩევნო კოდექსის 70-ე მუხლის მე-2  ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების დარღვევა, რაც გულისხმობს საარჩევნო კომისიის მუშაობაში ჩარევასა  და აგიტაციას საარჩევნო უბანზე. რაც შეეხება 67-ე მუხლს, იგი არეგულირებს კომისიის სხდომების საჯაროობას და განსაზღვრავს კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლებამოსილების მქონე პირების ჩამონათვალს. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის ბოლო აბზაცი ითვალისწინებს კომისიის მუშაობაში ხელის შეშლის ან წესრიგის დარღვევის დროს დამრღვევის გაძევებას. კანონში დეტალურად არ არის განმარტებული, რას ნიშნავს „კომისიის მუშაობაში ჩარევა“. შესაბამისად, ჟურნალისტისა და დამკვირვებლის დაჯარიმების საკითხი საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის სუბიექტურ მოსაზრებებზე იქნება დამოკიდებული. რის საფუძველზე მოხდა ეს ცვლილება, არავინ იცის. საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილება, სავარაუდოდ, გახდება შანტაჟის იარაღი ჟურნალისტებისა და დამკვირვებლების წინააღმდეგ. დაჯარიმების შიშით ისინი თავს შეიკავებენ დარღვევებზე აქტიური რეაგირებისგან და პასიური დამკვირვებლის როლში აღმოჩნდებიან. არადა, საარჩევნო პროცესში ჩარევა ისედაც ისჯება, ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით და აბსოლუტურად წარმოუდგენელია, რატომ გახდა საჭირო მსგავსი დანაშაულის შეფასება ადმინისტრაციული კოდექსითაც. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1328
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია