საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
რომელ მეწარმეებს უჯდა წილში "ქართული ოცნების" ლანჩხუთის გამგებლობის კანდიდატის ნათესავი?
ავტორი: ნინო მშვიდობაძე
2014/06/04 00:05:20

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ თავის ბოლო პრესკონფერენციაზე "ქართული ოცნების" გამგებლობის კანდიდატს ბრალი დასდო: ინდ.მეწარმეს მისი ოჯახის წევრი წილში უჯდაო:


მამათის სამუშოებზე თქვენი ოჯახის წევრი პირდაპირ ნახევარ წილში ჩაუჯდა მეწარმეებს“, – განაცხადა კვირკველიამ (ცნობისათვის, ზაზა ურუშაძე ამ სოფლიდანაა).


PSNEWS–მა განცხადებით მიმართა გამგეობას იმის თაობაზე, რომ გაერკვია, კონკრეტულად რომელმა მეწარმეებმა ჩაატარეს აღნიშნულ სოფელში სამუშაოები.


როგორც გვითხრეს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელებაზე მუშაობდა ფირმა "კოლხეთი 2013", მეწარმე ვეფხია მკერვალი, ხოლო სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ინდ.მეწარმე დავით კვირკველიამ შეასრულა.


ჩვენ ორივე მათგანს ტელეფონით დავუკავშირდით.

ვეფხია მკერვალი:

– ბატონო ვეფხია, თავის პრესკონფერენციაზე კვირკველიამ განაცხადა, რომ მამათში სამუშაოების განხორციელების დროს წილში გეჯდათ "ოცნების" კანდიდატის, ზაზა ურუშაძის ოჯახის წევრი. რა შეგიძლიათ გვითხრათ ამის თაობაზე?

– ვინ არის მაკა კვირკველია?

– საკრებულოს წევრი და ეს სიტყვები თავის პრესკონფერენციაზე თქვა...

– არც კი ვიცნობ ამ პიროვნებას. არც ზაზა ურუშაძის ოჯახის წევრებს ვიცნობ. რა სისულელეა. რა წილში ჩაჯდომაზე მესაუბრებით.

– მე არ გესაუბრებით, კვირკველიას ნათქვამს ვამოწმებ...

– არა, ეს არის სრული აბსურდი. სტადიონი გავაკეთე. როგორ ფიქრობთ, რამდენი უნდა ყოფილიყო თანხა, რომ სხვისთვის გამეყო? პროკურატურაშიც რომ დამჭირდეს მისვლა, იქაც ვიტყვი, რომ კვირკველია ტყუილს ამბობს და მსგავს რამეს ადგილი არ ჰქონია.


ამის შემდეგ ჩვენ დავით კვირკველიას დავუკავშირდით და იმავე კითხვით მივმართეთ:

 

– რას ამბობთ, რა წილში ჩაჯდომა, რა წილების გაყოფა, რა სისულელეა.

– საკრებულოს წევრმა განაცხადა ეს პრესკონფერენციაზე...

 

– ან არ იცის საკრებულოს წევრმა, ან განგებ ამბობს ასეთ ტყუილს. ეს სრული სიცრუეა. არავინ წილში არ ჩამჯდომია. მე ჩემ საქმეს ვასრულებდი და შეამოწმოს ყველამ, როგორც მაქვს გაკეთებული, – გვითხრა საუბრის დასასრულს დავით კვირკველიამ.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2639
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია