დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პროტესტი
მძღოლების პროტესტს თაბუკაშვილის ქუჩის მცხოვრებლები პროტესტით პასუხობენ
ავტორი:
2013/09/10 13:18:59

მძღოლების მოთხოვნას #57 მიკროავტობუსის გაუქმებასთან დაკავშირებით აპროტესტებენ თაბუკაშვილის ქუჩის მცხოვრებლები. მათი თქმით, მიკროსაავტობუსო ხაზი მათ გამარტივებული გადაადგილების საშულებას აძლევთ და მის გაუქმებას არ დაუშვებენ.

„გვინდა, რომ უნივერსიტეტამდე მივიდეთ ერთი ტრანსპორტით. რამდენი წელია, ვითხოვდით, რომ  5 და 20 ნომერი ავტობუსები ასულიყვნენ პედაგოგიურში, მაგრამ  არ გაკეთდა. მერე დანიშნეს მიკროავტობუსი, მაგრამ 5 ნომრის მძღოლებმა სცემეს ახალი მძღოლები და დაანებებინეს თავი მუშაობაზე. ამის შემდეგ მივმართეთ მერიას  ახალი მიკროავტობუსის დანიშვნის თხოვნით და როგორც იქნა მივაღწიეთ", –ამბობს თაბუკაშვილის ქუჩის მცხოვრები ნინო ლომთაძე.

„სტუდენტები არიან და რატომ უნდა გადაიხადონ ორმაგი თანხა? რამდენი ხანია ვითხოვთ, რომ  „პასელოკის“ ავტობუსებსაც ემუშავათ უნივერსიტეტის გავლით, მაგრამ  თავად მძღოლები ამბობდნენ უარს. ახლა დაგვინიშნეს ახალი ხაზი და არ დავუშვებთ მის გაუქმებას",– ამბობს  ლაშა გუმბერიძე.

შეგახსენებთ, რომ „პასელოკში“, თაბუკაშვილის ქუჩის მცხოვრებთა მოთხოვნით ახალი სამარშრუტო ხაზი №57 (თაბუკაშვილი–აკ. წერეთლის უნივერსიტეტი) ორი დღის წინ დაინიშნა, რასაც იმ მძღოლების პროტესტი მოჰყვა, რომლებიც „პასელოკში“ გადანაწილებულ სვლაგეზებზე არიან დასაქმებული.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2736
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია