დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
სისხლის ქურდები
2010/02/01 12:59:57

გადაწყვეტილი მქონდა, ამ წლიდან ჩემს გულს და ნევრებს გავფრთხილებოდი, მარა ვინ განებებს თავს! იმდენი უნაირო ხალხია ამ დუნიაზე, სულ იმას ფიქრობენ, რაფრა გაგიხეთქონ გული და ადრიანად გაგითეთრონ ნამუსიანი წვერ-ულვაში.

ერთი ახლობელი ქალი მყავს, პატიოსანი, პატიოსანი ისეთი, მეტი რო არ შეიძლება, ნაირა ქვია სახელად. ხოდა, ეს ნაირა შემხვდა ერთ დღეს, გაფითრებული იყო მთლიანად. რა იყო, ქალბატონო ნაირა, რა დაგემართა-თქვა. ამის თქმა იყო და ჩემეხუტა ეს ქალი და დეიწყო ქვითინი. არ ჩვევია ნაირას ასე ჩახუტებები,  მეც მოკრძალებულად დავადე მხარზე ხელი, თან ვამშვიდებდი, მითხარი, შვილო, რა მოხდა და გულზე მოგეშვება-თქვა.

შეიმშრალა ცრემლები და დეიწყო მოყოლა. სისხლის ქურდები ვნახე, ბატონო ქაიხოსროო. მთლად გედევირიე და მივაპყარი გულისყურით ჩემი სასმენელი.

იმანაც გააგრძელა: სისხლის ბანკში ვიყავი, ერთი შუახნის ღარიბი ქალბატონი ლუკმა პურის გულიზა სისხლს აბარებდა, ასე 500 მილიგრამი უნდა ჩეებარებია. ხოდა, ხო უღებდა ექთანი სისხლს და მე კიდო მილიგრამებს მივჩერებოდი, ისე ავიდა მაჩვენებელი 650-მდე, არ შეუხრია წარბი ექთანს. ეს დონორი კიდევ თანდათან კარგავდა ფერს. საბოლოოდ გოდოუხადეს ამ ქალს 500 მილიგრამის სისხლის საფასური და გოუშვეს სახლშიო, - მოყვა ნაირამ ამბავი და აქვითინდა ისევ.

მე არ ავქვითინებულვარ, მარა, კი გედევირიე. რა იყო, კაცო, ხალხს უჭირს, პურის ფულიზა სისხლს აბარებს და ესენი კიდე პარავენთ-ქვა. თან რისი ქურდი არ გამიგია, აქლემის ნემსის, ბიუჯეტის, მარა... სისხლის?

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1441
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია