დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რა ბრალდებები აქვთ ერთმანეთის მიმართ იმერეთის ყოფილ ვიცე-გუბერნატორებს?
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/11/06 19:54:07

ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირზე, უნივერმაღის გვერდით ახალი ბაზრობის გახსნასთან დაკავშირებით, კომენტარისთვის გოჩა თევდორაძეს დავუკავშირდით. როგორც ყოფილი ვიცე-გუბრენატორი "პატრიოტთა ალიანსის" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე აღნიშნავს, ის, არანაირ კომპანიაში არ ფლობს წილს და მის ვითომდა ბიზნესებზე არასწორ ინფორმაციას იმერეთის ყოფილი ვიცე-გუბერნატორი და ასევე ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერი გიგა შუშანია ავრცელებს.

„არანაირ წილს არ ვფლობ, არასწორ ინფორმაციაც ჩემზე დაბოღმილი გიგა შუშანია ავრცელებს, ალბათ იმის გამო, რომ კარგად  იცის მისთვის დიდი საქმე მაქვს გაკეთებული, კონკრეტულ ფაქტებზე ახლა არ ვისაუბრებ. საერთოდ რომ არსებობს და ოჯახის რჩენა შეუძლია  ჩემი მადლობელი უნდა იყოს. რაც შეეხება ჭავჭავაძის გამზირზე არსებულ ტერიტორიას , ეს ტერიტორიაიბერიის ვარსკვლავსახლა არ გადაცემია, მას 7 წლის მანძილზე იჯარით ფლობდა,  მაგრამ გიგა შუშანიამ და ლაშა მაქაცარიამ, რომლებიც ამ ადგილით თავად იყვნენ დაინტერესებულნი, 2010 წელს უკანონოდ ჩამოართვეს დავით კოსტავას. ეს ტერიტორია და მის მოპირდაპირე მხარეს შენობა, რომელიც  სავაჭრო ცენტრ grand mall“-ის გვერდით მდებარეობს, „იბერიის ვარსკვლავმასასამართლოს მეშვეობით დაიბრუნა (თევდორაძის განცხადებით, grand mall-ში წლის გიგა შუშანია ფლობდა), ხოლო უნივერმაღის გვერდით მდებარე ტერიტორია კი დავით კოსტავას -„იბერიის ვარსკვლავის“ 75% წილის მფლობელს, იძულებით დაათმობინეს. შენობა მხოლოდ 2012 წლის არჩევნების შემდეგ დაიბრუნა,  თან იქ ჩატარებული ათასობით ლარის სამუშაოები წყალში ჩაიყარა. გიგა შუშანიას მორალური უფლება არ აქვს, სხვის ქონებაზე ილაპარაკოს, რადგან გიგა შუშანიამ და ლაშა მაქაცარიამ ინფექციური საავადმყოფო, რომელიც მისი სიდედრის სახელზეა გაფორმებული, ერთ ლარად მიიღეს.“ -აღნიშნა გოჩა თევდორაძემ, რომელმაც გიგა შუშანიას კორუფციული გარიგებებით და „ატკატებით“ სახლში გაკეთებული რემონტი შეახსენა.
„შუშანიამ თავის ქმედებებზე და ქონებაზე ისაუბროს, იმაზეც, თუ რა გზით აკეთებდა სახლში რემონტს? რაც შეეხება ჩემს ქონებას, არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. ქუთაისსა და თბილისში ნამდვილად არ მაქვს ბიზნესწილები, მაგრამ, თუკი შუშანია რამეს აღმოაჩენს, ყველაფერს გავაჩუქებ, ოღონდ სხვებზე და არა შუშანიაზე, რადგან ის არაფერს იმსახურებს.“- აცხადებს თევდორაძე.

ვის საკუთრებაშია სინამდვილეში ჭავჭავაძის გამზირზე უნივერმაღის გვერდით არსებული ტერიტორია და აქვს თუ არა აღნიშნულ ტერიტორიაზე ბიზნეს-ინტერესები გოჩა თევდორაძეს, ამ საკითხთან დაკავშირებით psnews.ge აგრძელებს მუშაობას. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2654
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია