საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისიც ქალაქია
"ხუთ სანტიმეტრ თოვლზე ქალაქი პარალიზებული იყოს, ეს კატასტროფაა" - გოგი წულაიამ ქუთაისის მერიის წინ ცეცხლი არ დაანთებიეს
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2020/02/13 13:39:06

 პარტია თავისუფალი საქართველოს იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ მერიასთან პერფორმანსის გამართვა სცადა.


პოლიტიკოსს მერიის წინ ცეცხლის დანთება და ამით ქალაქში შექმნილი მდგომარეობის გაპროტესტება სურდა, თუმცა დაცვის თანამშრომლებმა ამის უფლება არ მისცეს. მათ გოგი წულაიას მერიის შენობასთან მიტანილი შეშა და ქოლგა წაართვეს და განმარტეს,რომ ასე უსაფრთხოების დაცვის მიზნით იქცევიან.

 

ოგი წულაიას თქმით, ქუთაისის მერიის შესაბამის სამსახურები უპასუხისმგებლოდ იქცევიან და მოქალაქეებისათვის ელემენტარული პირობების შექმნას ვერ უზრუნველყოფენ. ”ხუთ სანტიმეტრ თოვლზე ქალაქი პარალიზებული იყოს, პური არ ცხვებოდეს და არ იყიდებოდეს, საბავშვო ბაღები და სკოლა იკეტებოდეს, გაზი და დენი არ იყოს, ეს არის კატასტროფა.

 

მინდოდა, ცეცხლი დამენთო და მოსახლეობისათვის მომეწოდებინა, მოსულიყვნენ და გამთბარიყვნენ, რადგან უნიათო მერს არ შეუძლია მათი უზრუნველყოფა.” – განაცხადა გოგი წულაიამ. ქუთაისში მეორე დღეა თოვს. უამინდობისა და ყინვების შედეგად დაზიანების გამო 44 000-მდე აბონენტს გაზი არ მიეწოდება, ელექტროენერგიაც გათიშულია. ქალაქის სკოლებისა და ბაღების ნაწილში კი სწავლა შეწყდა. ა(ა)იპ სპეციალური სერვისები მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 186
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია