დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზი“-ში
სპონსორი: PSnewsGE
სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის პროგრამებით ფერმერები შეუფერხებლად სარგებლობენ
2020/12/24 15:45:00

სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართული ფერმერები და მეწარმეები სახელმწიფოსგან მნიშვნელოვან მხარდაჭერას იღებენ.

 

25 დეკემბრის  მონაცემებით:

 

-სამეურნეო მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების სახელმწიფო  პროგრამის  ფარგლებში,  183,700-ზე მეტ ფერმერს უკვე  დაერიცხა აგროქულები. დარიცხული სუბსიდიის ოდენობა 31.5 მლნ ლარს აჭარბებს, საიდანაც სპეციალიზირებულ სავაჭრო ობიექტებში უკვე განაღდებულია 27 მლნ ლარი. აგროქულების დარიცხვა გრძელდება.

 

·         აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამით, 123,700-ზე მეტმა ბენეფიციარმა 32,000 ტონამდე მოცულობის  აგროდიზელის ფასდაკლების ბარათები  მიიღო. იმ ფერმერებმა, რომლებმაც უკვე გაანაღდეს ფასდაკლების ბარათები ჯამურად,  5.9 მლნ ლარამდე თანხა დაზოგეს. 

 

·         აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში 2020 წლის 31 ოქტომბრის მონაცემებით, გაცემულია 17,000-ზე მეტი პოლისი, დაზღვეულია 18,000 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 31 %-ით მეტია. დაზღვეული მოსავლის ღირებულება 160 მლნ. ლარს

 

·         მერძევეობის  დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, იმერეთის, კახეთის, სამეგრელო და ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში გაფორმებულია 120 ხელშეკრულება, სახელმწიფოს თანადაფინანსებამ შეადგინა 6.8 მლნ. ლარზე მეტი.

 

·         შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიმდინარე ხარჯების დაფინანსების უზრუნველყოფისათვის, სახელმწიფო 6 თვის საპროცენტო განაკვეთს სრულად ფარავს. გაცემულია 2,893 აგროსესხი, სესხის თანხა, ჯამურად, 57 მლნ ლარს აჭარბებს, მათ შორის, სააგენტოს მიერ პროცენტის გასაცემი თანადაფინანსება 4,7 მლნ ლარს აჭარბებს.

 

აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში გაფორმებულია 384 ხელშეკრულება, მათ შორის  252 ბენეფიციარს სასოფლო-სამეურნე  ტექნიკის ღირებულების 50-% დაუფინანსდა, ბენეფიციარებს ასევე  დაუფინასდათ სასათბურე მეურნეობის მოწყობისა და მოდერნიზებისთვის  შესასყიდი ძირითადი საშუალებების შეძენა და მათი სამონტაჟო სამუშაოები, ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის სარწყავი სისტემის შესყიდვა და მონტაჟი. სახელმწიფოს თანადაფინანსებამ შეადგინა 9.6 მლნ. ლარზე მეტი.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 380
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2021 საავტორო უფლებები დაცულია