დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
რევოლუცია ჭირვეული ბავშვის ასაკში
2009/11/23 13:36:30

ყვე­ლა რე­ვო­ლუ­ცი­ას დრო თა­ვის სახელს არ­ქმევს. 

„ვარ­დების რე­ვო­ლუ­ცი­დან“ მე­ექ­ვსე წე­ლი გა­ვი­და. მა­შინ ნების­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის­თვის, ვინც თა­ვი­სუფ­ლების მო­დან­ზე იდ­გა და შე­ვარ­დნა­ძის შინ წას­ვლას ითხოვ­და, რომ გე­კითხათ, რა იქ­ნება ექ­ვსი წლის შემ­დე­გო, ალბათ, სულ სხვა­ნა­ი­რად დახატავ­და დღე­ვან­დელ დღეს.

ექ­ვსი წე­ლი არც ძა­ლი­ან ბევ­რია და არც ცო­ტა, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში მარ­თლაც ბევ­რი რამ მოხდა. სა­ში­ნაო და სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის შე­ფა­სებაც მხოლოდ ორი სიტყვით შე­იძ­ლება: 7 ნო­ემბერი და აგ­ვის­ტოს ომი.

ხელი­სუფ­ლების მეს­ვე­უ­რებს სხვა ბევ­რი რა­მეც გაახსენ­დებოდათ, მა­გა­ლი­თად, ის რომ 24-საა­თი­ა­ნი ელექ­ტრო­მო­მა­რა­გება გვაქვს, რომ ჩვენ გვი­ცავს პატ­რუ­ლი, რომ გზები დაგ­ვი­გეს და ა.შ.

„ვარ­დების რე­ვო­ლუ­ცი­ის“ ექ­ვსი წლის თავ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სებობს ორი სამყარო - „მი­შას სამყარო“ და „ხალხის სამყარო“. სწო­რედ ამი­ტო­მა­ცაა, რომ სა­ქარ­თვე­ლო აღარ არის დე­მოკ­რა­ტი­ის შუ­ქუ­რა, რად­გან, დი­დი ხანია, ხალხის ხმა აღარ ეს­მის მი­შას.

თუმ­ცა, ქარ­თვე­ლი ხალხი ყოველ­თვის სხვადასხვა როლ­ში იყო და დღე­საც ასეა.  არი­ან ისე­თებიც, რომ­ლებსაც უყვართ არ­ქი­ფო - მა­მა და მარ­ჩე­ნა­ლი, არი­ან ისე­თებიც, რომ­ლებიც მა­რა­დი­ულ რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რებად რჩებიან და ყოველ­თვის მზად არი­ან ამბოხის­თვის. თუმ­ცა, ძი­რი­თა­დად, ხალხი „კავ­კა­სი­უ­რი ცარ­ცის წრის“ მთა­ვა­რი პერ­სო­ნაჟია.

სა­ქარ­თვე­ლო­ში პოს­ტრე­ვო­ლუ­ცი­უ­რი პო­ზი­ცია და ოპო­ზი­ცია გვყავს. ამი­ტო­მაც მა­თი ბრძო­ლის მე­თო­დები და წე­სები ძა­ლი­ან ჰგავს ერ­თმა­ნეთს.  ამი­ტო­მაც ძა­ლი­ან იო­ლად ცნობენ ერ­თმა­ნე­თის ხელ­წე­რას. დღეს არ­ჩევ­ნების­თვის ემ­ზა­დებიან - თვით­მმარ­თვე­ლობის არ­ჩევ­ნების­თვის, თუმ­ცა, მთა­ვა­რი ფსო­ნი ისევ და ისევ თბილის­ზეა და­დებული. ყოველ­დღი­უ­რად „იჭე­დებიან“ თბილი­სის მე­რობის ახალ-ახალი კან­დი­და­ტები, იბეჭ­დება კომ­პრო­მა­ტები, თანხმდებიან და ვერ თანხმდებიან ერ­თმა­ნეთ­თან, ბოი­კოტს უცხადებენ არ­ჩევ­ნებს და თან ამბობნენ, რომ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გზით შეც­ვლი­ან მთავ­რობას.

მი­შა კი „თა­ვის სამყარო­ში“ ზის და ფიქ­რობს, 2013 წლამ­დე რო­მე­ლი ვარ­სკვლა­ვი იმ­ღე­რებს ვარ­დების რე­ვო­ლუ­ცი­ის 7, 8, 9 და 10-წლისთავ­ზე.   

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1414
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია