დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ქართული აკადემია ფართოვდება
2009/11/19 16:34:01

დღეს ქუთაისში ქართული აკადემიის წარმომადგენლობა გაიხსნა. ბათუმის და ახალციხის შემდეგ ეს მესამე წარმომადგენლობაა საქართველოში, რომელიც ადგილობრივ დონეზე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობაში აქტიურად ჩაერთვება. დევიზი ცნობიერებისა და თვითმყოფადობის გადარჩენაა. კადემიის წარმომადგენლობის გახსნას ქუთაისის ინტელიგენციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ქუთაისში ქართულ აკადემიას ომარ ნიშნიანიძე უხელმძღვანელებს. მისივე განცხადებით, ეს იქნება შუა რგოლი, რომელიც პოლიტიკოსებს და საზოგადოებას შორის მაკავშირებელ ფუნქციას დაიკავებს. წარმომადგენლობის გახსნას თბილისიდან და ბათუმიდანაც სტუმრობდნენ.

რეჟისორ გოგი ქავთარაძის განცხადებით, ქუთაისი ის ქალაქია, რომელიც ქართულ კულტურულ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ამიტომ ამ ქალაქში ქართული აკადემიის წარმომადგენლობის გახსნა უმნიშვნელოვანესია.

შეხვედრას მწერალი ოტია იოსელიანიც ესწრებოდა. მისი თქმით, „დღეს რომ ქართველ კაცს სძინავს და პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში არ ერევა, ეს დანაშაულია“.

„ჩარეცხილების“ თემა ამ შეხვედრაზეც აქტუალური იყო.

ქართულმა აკადემიამ დღეს იმ წიგნის პრეზენტაციაც გამართა, რომელშიც აკადემიის გეგმები და განცხადებებია დაბეჭდილი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1487
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია