დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"ქართული ოცნების" ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატის გიორგი ბირბიჩაძის საარჩევნო შტაბი ამოქმედდა (R)
2017/09/16 00:59:59

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ბირბიჩაძემ კახი კალაძის მიერ ოფიციალურად წარდგენის შემდეგ საარჩევნო შტაბი გახსნა. ვაჟა-ფშაველას N 85-ში მდებარე შტაბის გახსნას პარლამენტარ ბიძინა გეგიძესთან, მაჟორიტარობის კანდიდატთან, ჯაბა ჯიშკარიანთან და საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებთან ერთად, ვაჟა-ფშაველას კვარტლების და ნუცუბიძის პლატოს მცხოვრებლები ესწრებოდნენ.

ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა შეკრებილებს სიტყვით მიმართა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. გიორგი ბირბიჩაძემ აღნიშნა, რომ ვაკელებმა არაერთხელ დააფიქსირეს სწორი არჩევანი, რომელიც ქალაქის განვითარებასა და წინსვლას უკავშირდებოდა.

ის იმედოვნებს, რომ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიც ამის კიდევ ერთი მაგალითი იქნება.

"დღეიდან ვაკის რაიონის N 03 ოლქის საარჩევნო შტაბი ოფიციალურად გახსნილია, რაც ნიშნავს იმას, რომ ვაჟა-ფშაველას კვარტლების და ნუცუბიძის პლატოს მცხოვრებლებს საშუალება ექნებათ, მოვიდნენ ვაჟა-ფშაველას N 85-ში და მოგვაწოდონ ინფორმაცია არსებულ საჭიროებებთან დაკავშირებით. ჩვენ ვიქნებით მათ სამსახურში, გავმართავთ შეხვედრებს ამომრჩევლებთან და როგორც წინასაარჩევნოდ, ასევე, არჩევნების შემდეგაც ვიზრუნებთ რაიონში უკეთესი საცხოვრებელი პირობების შექმნაზე. დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვების შემდეგ ჩვენ მყისიერად შევუდგებით რაიონში არსებული პრობლემების მოგვარებას, შეეხება ეს სოციალურ მდგომარეობას, მუნიციპალურ ტრანსპორტს, ეკოლოგიას თუ ა.შ. და სულ მალე თბილისი იქნება სიცოცხლით სავსე ქალაქი," - განუცხადა საზოგადოებას "ქართული ოცნების" ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2624
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია