დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
მე მახსოვს 7 ნოემბერი!
2009/11/09 13:11:41

საქართველოში ახსოვთ 2007 წლის შვიდი ნოემბერი. იმიტომ არა, რომ ჯერ მხოლოდ ორი წელი გავიდა. ასეთი დღეები არ ავიწყდებათ, ასეთი დღეების დავიწყება შეუძლებელია. დიდი დრო არ გასულა, ბევრი რამ მოხდა, თუმცა, შვიდ ნოემბერზე პასუხისმგებელი პირები ჯერ კიდევ დაუსჯელები არიან.

სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები : „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“, „ქართული აკადემია“, „საზოგადოებრივი დარბაზი“, „კანონი ხალხისთვის“, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, „ზნეობრივი ფრონტი“, ჟურნალისტთა გაერთიანება „ობიექტივი“, „7 ნოემბერი“, ადვოკატები, ჯარისკაცების უფლებათა დამცველები, შვილმკვდარი მამები და საერთოდ, სამოქალაქო საზოგადოება 2007 წლის 7 ნოემბრის 2 წლისთავზე საპროტესტო მუხტით გაერთიანდა და ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შეახსენა  საკუთარ ხალხზე „გამარჯვება“.

2007 წლის 7 ნოემბერს დაზარალებული ჟურნალისტები სახალხო დამცველის ოფისში შეიკრიბნენ.
გადაწყდა, რომ მათი საჩივარი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შევა.

ორი წელი გავიდა და მას შემდეგ ბევრი რამ მოხდა. იყო არჩევნები, საპარლამენტოც და საპრეზიდენტოც, იყო ომი, ახალი დევნილები, ახალი ტკივილები.

 სამწუხაროდ, უკეთესობისკენ ბევრი არაფერი შეცვლილა...

მე არ მავიწყდება 7 ნოემბერი... 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1494
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია