ბუნებრივი აირით იმერეთის კიდევ ერთი სოფლის მოსახლეობა მომარაგდება. 27 ოქტომბერს ზესტაფონის რაიონის სოფელ ცხრაწყაროში ენერგეტიკის მინისტრი ჩავიდა და გაზი პირველმა აანთო. სოფელ ცხრა წყაროში 800 კომლია. ადგილობრივები მადლობას პრეზიდენტს უხდიან. ალექსანდრე ხეთაგურის თქმით, წლის ბოლომდე საპრეზიდენტო პროგრამის – „გაზი ყველა სოფელს“ –ფარგლებში ბუნებრივი აირის ქსელში 25 ათასი აბონენტი ჩაირთვება.