დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
შემაჯამებელი პრეზენტაცია
2012/06/29 20:21:49

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ იმერეთის საჯარო სკოლების, სამოქალაქო კლუბების და საინიციატივო ჯგუფის წევრები, დირექტორები, სამოქალაქო განათლების პედაგოგები და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. პრეზენტაციაზე სამოქალაქო კლუბებმა წარმოადგინეს პროგრამის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები, რომელთა მიღებაც შესაძლებელი გახდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან და სკოლის ადმინისტრაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით.

პროგრამა ხორციელდება ამერიკული ორგანიზაცია PH international, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

პრეზენტაციაზე კომენტარი გააკეთა ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ხელმძღვანელმა ლიკა კილაძემ. „უკვე მეორე წელია, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი ახორციელებს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამას. მისი მიზანია, გააუმჯობესოს სამოქალაქო განათლების სასკოლო პროგრამის ხარისხი. დაეხმაროს ახალგაზრდებს ცოდნის ამაღლებაში, დამოუკიდებლობისა და ქცევის შეცვლაში, გააქტიუროს მათი მონაწილეობა დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში. უნდა აღვნიშნო, რომ ამ მხრივ მოსწავლეების მხრიდან დაინტერესება ძალზე დიდია.“

„ეს პროექტი ძალიან საინტერესოა ჩვენთვის. ვფიქრობ, დიდ ცოდნას ვიძენთ. ჩვენს კლუბში, მაგალითად, 33 მოსწავლეა და ყველა აქტიურად ერთვება ამ პროგრამაში. პროექტმა ძალიან შეცვალა ჩემი პიროვნული „მე.“ - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლემ ქეთი არჯევანიძემ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1459
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია