დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მეუფე კალისტრატე ქუთაის-გაენათის ეპარქიის მეთაურად რჩება?
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/10/11 15:29:52

წმინდა სინოდის სხდომა, რომელსაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე უძღვებოდა,  უკვე დასრულდა. სხომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას 7 ახალი მღვდელმთავარი ეყოლება, თუმცა, მათი ვინაობა ამ დრომდე არ სახელდება. დაუდასტურებელი ინფორმაციით, წმინდა სინოდის სხდომაზე გადაწყდა, რომ ქუთაის-გაენათის ეპარქიას კვლავ ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე კალისტრატე უხელმძღვანელებს.

არაოფიციალური ინფორმაციით, წმინდა სინოდის დღევანდელ სხდომაზე, მეუფე კალისტრატეს ეპარქიიდან ჩამოცილებისა და პენსიაზე გასვლის საკითხი უნდა განხილულიყო. საპატრიარქოს პრესსამსახურის ცნობით,  სინოდმა პენსიაზე გასვლის შესახებ სამი მღვდელმთავრის განცხადება უკვე დააკმაყოფილა, თუმცა, უცნობია არის თუ არა მათ შორის მეუფე კალისტრატე.

 

წმინდა სინოდის სხდომის შედეგები ოფიციალურად, დღეს,  საღამოს 6 საათზე გახდება ცნობილი. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4717
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია