საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ნინო თარხნიშვილის 10 წესი მოთხრობის დასაწერად
2015/11/05 15:07:19

ახალგაზრდა მწერალი, რადიო "თავისუფლების" ჟურნალისტი ნინო თარხნიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს მოთხრობის დასაწერად საჭირო 10 წესს, რომელიც თავად მიაჩნია მნიშვნელოვნად.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს წესები psnews.ge-ს მკითხველებისთვის საინტერესო იქნება, ამიტომაც გთავაზობთ:

 

1. იკითხე ბევრი და იკითხე ყველგან: სახლში, ქუჩაში, ავტობუსის გაჩერებებზე, მეტროში
2. დააკვირდი ადამიანებს - აღმოაჩინე მათში შენი მომავალი მოთხრობის პერსონაჟები
3. უსმინე ადამიანებს - მათ დიალოგში ბევრ საინტერესოს იპოვი
4. წერე ბევრი
5. ისწავლე წაშლა, ანუ "წერა შეგირდსაც შეუძლია, წაშლა კი მხოლოდ ოსტატს"
6. დაიჭირე ფრაზები - ხშირად ერთი ფრაზა წარმოშობს მთელ მოთხრობას
7. არასოდეს წააკითხო შენი ნაწერი ქმარს (ცოლს), ძალიანაც რომ მოეწონოს სიმართლეს არ გეტყვის და ხასიათს გაგიფუჭებს (ის უბრალოდ ეჭვიანობს შენს მოთხრობაზე და შენს მკითხველზე და ეს ბუნებრივია)
8. არასდროს წარმოიდგინო თავი განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანად. 
9. კარგად გამოაძინე შენი ნაწერი და რამდენიმე ხნის შემდეგ, როგორც სხვამ, ისე წაიკითხე, თუ მოგეწონა, მხოლოდ მას შემდეგ წააკითხე სხვებს
10. ყველა მოთხრობა ისე დაწერე, როგორც უკანასკნელი. თუმცა, ნურასდროს იფიქრებ, რომ ის მართლა უკანასკნელია.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6688
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია