დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქართული ღვინის დეგუსტაცია მაცუიამაში გაიმართა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/11/01 19:49:56

 

იაპონიის ქალაქ მაცუიამაში, ეჰიმეს პრეფექტურის ადმინისტრაციულ ცენტრში, ქართული ღვინის დეგუსტაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია „Red Bridge“-ის ორგანიზებით გაიმართა. 


ქართული ღვინის წარდგენას „Red Bridge“-ის ხელმძღვანელი, იაპონიაში ერთადერთი ღვინის მაგისტრი,კენიჩიოჰაში უძღვებოდ. ღვინის მოხმარების კუთხით, მაცუიამა არის ლიდერი ქალაქი რეგიონში. დეგუსტაციას 60-მდე ადგილობრივი ღვინის იმპორტიორი, დისტრიბუტორი და რესტორნების ქსელების წარმომადგენელი დაესწრო.


„მე ძალიან ვაფასებ ყველა მონაწილეს, რომლებიც ქართული ღვინის დეგუსტაციას ესწრებიან. საქართველო არის ღვინის სამშობლო, სადაც 525 ადგილობრივი ვაზის ჯიშია. ისევე როგორც იაპონური სამზარეულო, ქვევრის ღვინის დამზადების ტექნოლოგიაც შესულია „იუნესკოს“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში. ჩვენ მომავალ წელსაც გავაგრძელებთ ქართული ღვინის მარკეტინგულ აქტივობებს საქართველოში“ - აღნიშნა ღვინის მაგისტრმა.


კენიჩიოჰაშმა, რომელიც ითვლება „ქართული ღვინის ელჩად“ იაპონიაში, ადგილობრივ პროფესიონალებს 7 დასახელების ქართული ღვინო წარუდგინა: „რქაწითელისუპერიორი 2015“ (შატო მუხრანი), „რქაწითელი 2016“ (ორგო), „მწვანე 2015“ (შუმის ხაზი „იბერიული“), „მწვანე 2016“ (მეღვინეობა ვაზიანის ხაზი „მაყაშვილის ღვინის მარანი“), „საფერავი 2016“ (გიუაანი), „მუკუზანი 2014“  და  „საფერავი 2015“ (შალაურის მარანი).


იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, სადაც მიმდინარე წლის 9თვის მონაცემებით ექსპორტირებულია 170 ათასზე მეტი ბოთლი ღვინო, რაც 68%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1125
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია