დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ვა­ნო მე­რაბიშ­ვი­ლი ქუ­თა­ის­ში, დახურულ სხდო­მა­ზე, პე­და­გო­გებს შეხვდა
2012/06/01 19:30:18

სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ვა­ნო მე­რაბიშ­ვილ­მა ქუ­თა­ი­სის ოპე­რი­სა და ბალე­ტის თე­ატ­რში, რი­გით მე­სა­მე დახურუ­ლი შეხვედ­რა გა­მარ­თა. ამჯერად ის ქუ­თა­ი­სის ყვე­ლა საჯარო სკო­ლის პე­და­გო­გებს შეხვდა. რო­გორც პე­და­გო­გები აცხადებდნენ, ისი­ნი მე­რაბიშ­ვი­ლის ნაც­ვლად თე­ატ­რში გა­ნათ­ლებისა და მეც­ნი­ე­რების მი­ნისტრს, დი­მიტ­რი შაშ­კინს ელო­დებოდ­ნენ.

„სკო­ლა­ში გვითხრეს, რომ გა­ნათ­ლების მი­ნისტრს, შაშ­კინს უნ­და შევხვედ­რო­დით. აქ მო­ვე­დით, და მე­რაბიშ­ვი­ლი დაგვხვდა. თუმ­ცა მა­ინც კმაყოფი­ლი ვარ, ვა­ნო ქუ­თა­ი­სის მიღ­წე­ვებზე და სა­მო­მავ­ლო გეგ­მებზე გვე­საუბრა,“ - გა­ნაცხადა ერთ-ერ­თი საჯარო სკო­ლის პე­და­გოგ­მა.

„შაშ­კინს ვე­ლო­დებოდი, ეროვ­ნულ და სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დებზე უნ­და გვე­საუბრა და მე­რაბიშ­ვი­ლი არ დაგვხვდა?! თუმ­ცა აგი­ტა­ცია-პრო­პა­გან­და ნამ­დვი­ლად არ გა­უ­კე­თებია, ქუ­თა­ი­სის მიღ­წე­ვებზე ვი­საუბრეთ,“ - აცხადებს მე­ო­რე პე­და­გო­გი.

რო­დის იგეგ­მება მე­რაბიშ­ვი­ლის მო­რი­გი შეხვედ­რა ქუ­თა­ი­სის საჯარო და­წე­სებულებების მო­მუ­შა­ვე პი­რებთან, ეს, ჯერჯერობით, უც­ნობია.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1488
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია