დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით ოპოზიციაც ზეიმობს და ხელისუფლებაც
2018/10/28 20:55:37

საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემა დასრულდა და ზუსტად 8 საათზე საარჩევნო უბნები დაიხურა.ამომრჩეველთა აქტივობა 40 პროცენტიც არ იყო.

უკვე  სამი განსხვავებული ეგზიტპოლის შედეგი გამოქვეყნდა.


ორი ეგზიტპოლის მიხედვით, მეორე ტური იქნება, ერთის მიხედვით, კი, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" ჩაატარა, პირველივე ტურში სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა.

 

“ქართული ოცნების შტაბშიც და “გაერთიანებული ოპოზიციის”  შტაბშიც გამარჯვებას ზეიმობენ.

 

ერთადერთი კანდიდა, რომელმაც ამ ეტაპზე დამარცხება აღიარა – “ევროპული საქართველოს” ლიდერი დავით ბაქრაძეა, რომელიც წინასწარი ,მონაცემებით, მესამე ადგილს იკავებს.

ბაქრაძემ თქვა, რომ მეორე ტურის შემთხვევაში, მხარს დაუჭერს ოპოზიციის კანდიდატს – გრიგოლ ვაშაძეს.

 

“ქართული ოცნების” დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლი

მმართველმა გუნდმა “ქართულმა ოცნებამ” ეგზიტპოლი ორგანიზაცია “ფსიქოპროექტს” დაუკვეთა. ამ გამოკითხვის შედეგად ასეთი სურათია:

სალომე ზურაბიშვილი – 52.3%,

გრიგოლ ვაშაძე – 28.1 %

დავით ბაქრაძე – 9.2 %

ზურაბ ჯაფარიძე – 3.3%

შალვა ნათელაშვილი – 3.1%

 

რუსთავი 2-ის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლი

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით, კომპანია „ედისონ რისერჩის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებით, სალომე ზურაბიშვილმა და და გრიგოლ ვაშაძემ საპრეზიდენტო არჩევნებში თანაბარი – 40-40 %-იანი მხარდაჭერა მიიღეს.

ედისონ რისერჩის ეგზიტპოლი 16.00 საათისთვის:

გრიგოლ ვაშაძე – 40%; 

სალომე ზურაბიშვილი – 40%; 

დავით ბაქრაძე – 10%;

შალვა ნათელაშვილი – 3%; 

დავით უსუფაშვილი – 2%;

ზურაბ ჯაფარიძე – 2%.

 

“ევროპული საქართველოს” დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლი

მესამე ეგზიტპოლი “ევროპული საქართველოს” დაკვეთით კომპანია “BCG “-მ ჩაატარა. ამ ეგზიტპოლის შედეგებით,  ასევე მეორე ტურია:

გრიგოლ ვაშაძე – 37% ;

სალომე ზურაბიშვილს – 34% ;

 დავით ბაქრაძე – 17%.

მთავარი დარღვევები

 

“სამათლიანი არჩევნები”: საარჩევნო უბნებთან მობილიზებულნი იყვნენ პარტიული აქტივისტები და კოორდინატორები, რომლებიც ცდილობდნენ ამომრჩეველზე ზემოქმედებას.

 

“საერთაშორისო გამჭვირვალობა”: ამომრჩევლის მოსყიდვა; აგიტაციის წესების დარღვევა, ბიულეტების ჩაყრა ზუგდიდში,

 

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაცია: ამ ორგანიზაციის ცხელ ხაზზე თბილისიდან და რეგიონებიდან შედიოდა შეტყობინებები, რომ სალომე ზურაბიშვილის შტაბიდან უკავშირდებიან და ინტერესდებიან, მიიღეს თუ არა არჩევნებში მონაწილეობა.

 

თუმცა, ამ დარღვევებს მასობრივი ხასიათი არ ჰქონია და მათ არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენა არ შეეძლო.

 

და ბოლოს: ევროპული საქართველოს ლიდერმა, დავით ბაქრაძემ უკვე აღიარა დამარცხება და განაცხადა, რომ მეორე ტურის შემთხვევაში, მათი გუნდი გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს დაუჭერს მხარს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1229
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია