საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
"ქართულმა ოცნებამ" იმერეთის მაჟორიტარი კანდიდატები წარუდგინა ამომრჩეველს
2016/07/19 13:00:05

„თავისუფლება, სწრაფი განვითარება და ხალხის კეთილდღეობა - სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი!“,- „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. პარტიის თავმჯდომარე, გიორგი კვირიკაშვილმა ქუთაისში იმერეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.


 ესენია - გენადი მარგველაშვილი, დიმიტრი მხეიძე, კობა ნარჩემაშვილი, ცოტნე ზურაბიანი, შალვა კიკნაველიძე, ელგუჯა გოცირიძე, პაატა კვიჟინაძე, გრიგოლ ლილუაშვილი, სულხან მახათაძე, კობა ლურსმანაშვილი და გია მიქელაძე.

 

გიორგი კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ  თითოეული კანდიდატი ღირსეულად წარმოადგენს „ქართული ოცნების“ გუნდს და თითოეული ადამიანის  ინტერესების ერთგული დამცველი იქნება პარლამენტში.

„ჩვენ საარჩევნო კამპანიას ქუთაისიდან ვიწყებთ,  - მეგობრობის, სიყვარულის, პოეზიის ქალაქიდან, დავით აღმაშენებლის ქალაქიდან,  რომელიც ერთიანი საქართველოს სიმბოლოა ყველა ქართველისთვის. აქედან მინდა მივესალმო მთელ საქართველოს და ვუთხრა, რომ სწორედ გამთლიანებული და ძლიერი საქართველოა თითოეული ჩვენგანის მიზანი და ოცნება. ჩვენი პარტიის მიზანი და ამოცანაც სწორედ ეს არის.  2012 წელს ,,ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით და  თქვენი მხარდაჭერით, შეუპოვარი ბრძოლით გაიმარჯვა არჩევნებში. ამ გამარჯვებამ გარდამტეხი როლი შეასრულა და საქართველო განვითარების სწორ გზაზე გაიყვანა. 

 

ამ 4 წელიწადში ჩვენ ძალ-ღონე არ დაგვიშურებია და ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ჩვენი ხალხის მდგომარეობა ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესობისკენ შეგვეცვალა. ჩვენ მივეცით ხალხს ის, რაც ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია - თავისუფლება!“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას  საზოგადოებრივი თანხმობის მიღწევის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება და  აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიზანია თითოეული მოქალაქის, მათი ოჯახების კეთილდღეობა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ,,ქართულ ოცნებას“ არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს ვინმესთვის თვალის ასახვევად, ერთჯერადი ეფექტის მისაღებად და მოჩვენებითი სიკეთის შესაქმნელად.

 

გიორგი კვირიკაშვილმა  ჯანდაცვის სფეროსა და სოფლის მეურნეობის  მიმართულებით მთავრობის მიერ განხორციელებულ მნიშვნელოვან პროგრამებზე ისაუბრა. მათ შორის ჩ ჰეპატიტის პროგრამაზე, რომელმაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე იხსნა.

 

როგორც პრემიერ-მინისტრმა ქუთაისში შეკრებილ საზოგადოებას განუცხადა, „ქართულმა ოცნებამ“  რეალურად გაათავისუფლა არა მხოლოდ ბიზნესი, არამედ,ხელისუფლების ჩარევისგან გაათავისუფლა მედია, სასამართლო, პოლიცია. დღეს კი საკუთრების უფლება დაცული და ხელშეუხებელია, ხოლო ამ  წარმატებას აღიარებს ყველა - საერთაშორისო ორგანიზაციები თუ პარტნიორი ქვეყნები.

 

 პრემიერ-მინისტრმა ქუთაისში შეკრებილ საზოგადოებას ხელისუფლების მიერ  შემუშავებულ ოთხ პუნქტიან რეფორმის  გეგმაზე მიაწოდა ინფორმაცია და ამ კონტექსტში ახალი ბიზნეს იდეების, განათლების სისტემის რეფორმირების, ინფრასრტრუქტურის  მოწესრიგების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

 

„ჩვენ მომავალ 4 წელიწადში უნდა ავამოძრაოთ ჩვენი ქვეყანა, სამეწარმეო სულისკვეთება გავუჩინოთ ხალხს, მივცეთ მათ საშუალება და დავეხმაროთ, რომ ადამიანებმა თავად შექმნან, დაიწყონ თავიანთი საქმე და თვითონ წარუძღვნენ საკუთარ ბიზნესს. ჩვენ ამაში ყველას ხელს შევუწყობთ და წავახალისებთ, დავაფინანსებთ ახალ იდეებს, დამწყებ ბიზნესს“,-აღნიშნა პრემიერმა.

 

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“  დასავლური ღირებულებების ერთგულია, მტკიცედ ადგას ევროპულ გზას და არ დაუშვებს ამ გზიდან გადახვევას.

 

პრემიერის განცხადებით, „ქართული ოცნებისთვის“  საქართველოს გამთლიანება აფხაზ და ოს ძმებთან შერიგებით იწყება და ეს გუნდი მზად არის გაუნაწილოს ჩვენს ძმებს ყველა სიკეთე.     

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ   2012 წელს ქართველი ხალხი „ქართული ოცნების“ გვერდით იდგა და ეს ბრძოლა მაშინ გამარჯვებით დააგვირგვინეს.

 

  „ახლაც ბრძოლაში ვართ, მაგრამ, საბედნიეროდ, ეს ბრძოლა ახლა ჩვენი სამშობლოს წინსვლისა და განვითარებისთვის გვჭირდება.   მჯერა, რომ ამ არჩევნებშიც, 8 ოქტომბერს ჩვენ ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ. „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს და ამით საქართველო, ჩვენი სამშობლო გაიმარჯვებს“,-განაცხადა პრემიერმა და იმერეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებზე დეტალურად ისაუბრა.

 

 ქუთაისის 47-ე ოლქში კენჭს იყრის გენადი მარგველაშვილი - ბატონი გენადი კომაროველია, ფიზიკა-მათემატიკას ასწავლიდა სკოლაში, ამჟამად სკოლის დირექტორია.უნდა ითქვას, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დირექტორი გახლავთ. წელი არ გავა, რომ მან ქუთაისის ფიზიკა-მატემატიკური სკოლის რამდენიმე აღზრდილი არ წარადგინოს რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე თუ საერთაშორისო ოლიმპიადებში და არ მოიპოვოს გამარჯვება. ის ნამდვილად ქვეყნის სიამაყეს ზრდის ქუთაისში დღეს აქ. ის არის აქ დაბადებული და გაზრდილი კაცი და  დარწმუნებული ვარ, ყურადღებას არ მოაკლებს ქუთაისსა და ქუთათურებს.

 

ქუთაისის 48-ე ოლქში წარმოგიდგენთ დიმიტრი მხეიძის კანდიდატურას. ბატონი დიმიტრი პროფესიით ექიმი გახლავთ. ის ისეთ პროფესიას ემსახურება, დარწმუნებული ვარ, ყველა ქუთაისელისთვის კარგად ნაცნობი და პატივსაცემი  ადამიანია. მჯერა, რომ ძველ ქუთაისს მისი სახით ღირსეული წარმომადგენელი ეყოლება პარლამენტში.

 

ქუთაისის 49-ე ოლქში წარმოგიდგენთ კობა ნარჩემაშვილის კანდიდატურას - მას არ სჭირდება განსაკუთრებული წარდგენა. ის  შინაგან საქმეთა მინისტრი იყო ცნობილი მოვლენების დროს. ბატონი კობა, პირადად ჩემთვის, ნათელი მაგალითია იმისა, როგორ უნდა აარიდო განსაცდელი საკუთარ ხალხს კრიტიკულ სიტუაციაში და გადაწყვეტილება მიიღო ქვეყნის და ხალხის სასარგებლოდ. იგი გახლავთ  სამართალმცოდნეობის მაგისტრი და  ეკონომიკის მაგისტრი. დარწმუნებული ვარ, ბატონი კობა ერთ-ერთი გამორჩეული პარლამენტარი იქნება.

 

წყალტუბოში წარმოგიდგენთ ცოტნე ზურაბიანის კანდიდატურას. იგი პროფესიით იურისტი გახლავთ. მაგისტრის ხარისხი  მიღებული აქვს ბრემენის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამჟამად არის იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის თვითმმართველობებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი. ცოტნეს სახით წყალტუბოს ეყოლება ახალგაზრდა და ენერგიული წარმომადგენელი, რომელიც წყალტუბოელების სათქმელს მიიტანს პარლამენტამდე.

 

ზესტაფონში წარმოგიდგენთ შალვა კიკნაველიძის კანდიდატურას. ბატონი შალვა, მართალია, ახალგაზრდაა, მაგრამ, შეიძლება ითქვას, უკვე გამოცდილი პარლამენტარია. ახლახან შემოგვიერთდა პარტიაში, ,,ქართული ოცნების“ წევრი გახდა. ზესტაფონელია, კარგად იცის ზესტაფონელების ყველა პრობლემა და ისიც იცის, როგორ უნდა მიხედოს ამ პრობლემებს პარლამენტიდან.

 

თერჯოლა-ტყიბულში ,,ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს ელგუჯა გოცირიძე, იგი გახლავთ მედიცინის დოქტორი, ჩაჩავას კლინიკის გენერალური დირექტორი. ბატონი ელგუჯა თერჯოლიდან არის და კარგად იცნობს ამ კუთხეს. წარმატებული ადამიანია თავის საქმეში და, მჯერა, რომ ასეთივე იქნება პოლიტიკაშიც. თერჯოლასაც და ტყიბულსაც ნამდვილად ღირსეული წამომადგენილი ეყოლება პარლამენტში.

 

საჩხერეში ჩვენი  წარმომადგენელი იქნება პაატა კვიჟინაძე, იგი გახლავთ პარლამენტის წევრი. პატრიოტი, მებრძოლი კაცია, სამაჩაბლოსა და აფხაზეთში ომის მონაწილე.ვფიქრობ, საჩხერელებს მისი განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდებათ.  

 

ვანი-ხონის ოლქში წარმოგიდგენთ გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურას. იგი გახლავთ საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების მაგისტრი, ამჟამად თბილისის მერის მოადგილეა. ბატონი გრიგოლი იყო ,,ქართუ ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, საბაჟო დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსის მოადგილე. იგი წარმატებული იყო ყველა პოზიციაზე, სადაც მუშაობდა. დარწმუნებული ვარ , ასეთივე წარმატებული იქნება იგი პარლამენტარის რანგშიც.

 

ჭიათურაში ჩვენი წარმომადგენელი იქნება სულხან მახათაძე,  იგი გახლავთ ჭიათურის გამგებელი. არც ერთი პრობლემა, რომელიც ჭიათურასა და ჭიათურელებს აქვთ, მისთვის უცხო არ არის. ამიტომაც, დარწმუნებული ვარ, ბატონი სულხანი საუკეთესო კანდიდატურაა.

 

ბაღდათი-ხარაგაულის ოლქში ჩვენ ვასახელებთ კობა ლურსმანაშვილის კანდიდატურას. იგი გახლავთ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი, იყო ხარაგაულის რაიონის კიცხის თემის საკრებულოს თავმჯდომარე. პროფესიით საერთაშორისო სამართლის სპეციალისტია. ბატონი კობას სახით ბაღდათელებსა და  ხარაგაულელებს პარლამენტში ეყოლებათ ნამდვილი გულშემატკივარი.

 

სამტრედიაში ,,ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს გია მიქელაძე. ბატონი გია პოლიტიკაში ბიზნესიდან მოდის. ის წარმატებული ბიზნესმენია. მას სამტრედიაში არაერთი საქველმოქმედო საქმე აქვს გაკეთებული - დაგებული გზები, სკოლების რეაბილიტაცია, დაფინანსებული აქვს ახალგაზრდების სწავლა უცხოეთში. დარწმუნებული ვარ, იგი ასევე ნაყოფიერად იმუშავებს როგორც პარლამეტარი. ბატონი გია სამტრედიელი გახლავთ და ყურადღებას არ მოაკლებს სამტრედიელებს.

 

პრემიერმა გუნდის ახალი წევრების წარდგენისას  აღნიშნა, რომ ერთად იზრუნებენ თავისუფალი საქართველოს სწრაფი განვითარებისათვის.


„დარწმუნებული ვარ, თითოეული კანდიდატი ღირსეულად წარმოადგენს ჩვენს გუნდს და თქვენი ინტერესების ერთგული დამცველი იქნება პარლამენტში. ჩვენ ერთად ვიზრუნებთ თავისუფალი საქართველოს სწრაფი განვითარებისთვის და ჩვენი ხალხის კეთილდღეობისთვის. მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ თითოეულ მათგანს. წარმატება მინდა ვუსურვო ჩვენს კანდიდატებს ამ ბრძოლაში. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ და ამით ჩვენი ქვეყანა, ჩვენი საქართველო, ჩვენი სამშობლო გაიმარჯვებს!“,-მიმართა გიორგი კვირიკაშვილმა ქუთაისში შეკრებილ საზოგადოებას.

 

პრემიერ-მინისტრის გამოსვლამდე იმერეთის მოსახლეობას ვიცე-პრემიერმა, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ მიმართა.

 

 როგორც პარტიის გენერალურმა მდივანმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ქართველ ხალხთან ერთად  ქვეყანა სწორიგანვითარების გზაზე დააყენა, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველო მშვიდ და სტაბილურ ქვეყნად წარმოაჩინა.

 

„ ავახდინეთ დიდ წინაპართა ოცნება და რეალურად შევაღეთ ევროპის კარი!  შევქმენით ახალი შესაძლებლობების ეკონომიკა!  პოლიტიკისგან გავათავისუფლეთპოლიცია, სასამართლო, ჯარი!  დავიწყეთ სოფლის ფეხზე დაყენება! გადავარჩინეთ უამრავი სიცოცხლე! ვამარცხებთ „21-ე საუკუნის ჭირად“ წოდებულ ჩ-ჰეპატიტს! ათასობით დევნილს საკუთარი ჭერი მივეცით!  გავათავისუფლეთ ბიზნესი და დავიცავით კერძო საკუთრება! ადამიანებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს,განვითარების რეალური შესაძლებლობები მივეცით!“,-აღნიშნა პარტიის გენერალურმა მდივანმა.

 

კახა კალაძის თქმით, „ქართული ოცნება“ მტკიცე პოლიტიკური გუნდია, მკაფიო მიზნებით, სწორი სტრატეგიითა და ძლიერი ლიდერით.

 

ვიცე-პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ  ჩვენ ერთად უნდა დავუბრუნოთ აქაურობას ის ფუნქცია, რაც ოდითგანვე ქონდა.

 

„ჩვენი ქვეყანა- საქართველო იმსახურებს, რომ იყოს თავისუფლების, კეთილდღეობის და სტაბილურობის ცენტრი რეგიონში.ხოლო ჩვენი იმერეთი  ისტორიულადიმსახურებს, რომ იყოს ინდუსტრიის, დოვლათის შექმნის და პროგრესის ცენტრი საქართველოში! ჩვენ ისე სწრაფად უნდა განვავითაროთ აქაურობა, რომ იმერეთისქალაქები არაფრით ჩამოუვარდებოდეს დედაქალაქს-- აქ ქუთაისში, ზესტაფონში და სხვა ქალაქებში  თუ დაბებში უნდა იყოს მუშაობის და გართობის ყველა თანამედროვესაშუალება, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, სოციალური უზრუნველყოფა--- ეს კი მხოლოდ  შრომით, სწორი დაგეგმვით და თავისუფალი ნების ადამიანების ერთობითმიიღწევა“,-მიმართა კახა კალაძემ ქუთაისში შეკრებილ მოსახლეობას.

 

 

(R)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4342
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია