დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სასკოლო ფორმები - მხოლოდ „პრესტიჟული“ სკოლებისთვის?
2009/09/21 13:33:11

გა­ნათ­ლების სა­მი­ნის­ტროს ინი­ცი­ა­ტი­ვას სკო­ლებში ფორ­მების შე­მო­ღების შე­სახებ განსხვა­ვებული რე­აქ­ციები მოჰყვა. იდეა - ყვე­ლა სკო­ლის მოს­წავ­ლეს განსხვა­ვებული ფე­რის სა­მო­სი ეც­ვას - მოს­წონთ, მაგ­რამ რო­ცა საქ­მე ფი­ნან­სებამ­დე მი­დის, მშობელ­თა უმ­რავ­ლე­სობა შე­ძე­ნა­ზე უარს ამბობს. მი­ზე­ზი - უსახსრობაა.

გა­ზე­თი „P.S.“ თით­ქმის ყვე­ლა სკო­ლას და­უ­კავ­შირ­და. აღ­მოჩ­ნდა, რომ სკო­ლების უმე­ტე­სობამ ფორ­მების შე­მო­ღებაზე უა­რი თქვა. დი­რექ­ტო­რები ამბობენ, რომ ეს სა­მე­ურ­ვეო საბჭოს­თან შე­თანხმებით მოხდა, რად­გან მშობელ­თა უმ­რავ­ლე­სობა ფორ­მის შე­ძე­ნას ვერ ახერხებდა, მათ­თვის კი მშობლების აზ­რი მთა­ვა­რია.

მე-8 საჯარო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი რე­ზო სირბილა­ძე სკო­ლებში ფორ­მების შე­მო­ღების იდე­ას იწო­ნებს, თუმ­ცა, მშობლების ბიუჯეტ­საც უფრთხილ­დება:

„რა თქმა უნ­და, კარ­გი­ა, ყვე­ლა თუ ერ­თნა­ი­რი ფორ­მით იქ­ნება. ჩვენ შე­ვე­ცა­დეთ, რომ ფორ­მები ჩვენს სკო­ლა­შიც გვქო­ნო­და, სა­მე­ურ­ვეო საბჭოს­თა­ნაც შე­ვა­თანხმეთ, მაგ­რამ მშობლების უმ­რავ­ლე­სობამ უა­რი თქვა და აღარ შე­მო­ვი­ღეთ. 50% შე­ჭირ­ვებულია და გა­დავწყვი­ტე, რომ სკო­ლის­თვის ასე აჯობებდა“.

ასე­თი სკო­ლა ბევ­რია. სხვა სკო­ლების დი­რექ­ტო­რებმაც, მშობლების სურ­ვი­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნებით, ამ „ეს­თე­ტი­ურ სი­ა­მოვ­ნებაზე“ უა­რი თქვეს, ამი­ტომ მა­თი მოს­წავ­ლეები, ტრა­დი­ცი­უ­ლად, თეთ­რი პე­რან­გი­თა და შა­ვი შარ­ვლი­თა თუ ქვე­დაბოლო­თი ივ­ლი­ან.

იმ სკო­ლებში, სა­დაც ფორ­მების შე­მო­ღებას და­თანხმდნენ, სრუ­ლი­ად განსხვა­ვებული სი­ტუ­ა­ცი­აა. ფორ­მები, რო­გორც ფა­სის, ასე­ვე ფე­რების მიხედ­ვით განსხვავ­დება. ძი­რი­თა­დად, ჭრე­ლი ქვე­დაბოლო და სხვა­დასხვა ფე­რის ზე­და სა­მო­სი აც­ვი­ათ.

„მე ვარ მე­ა­თე კლას­ში, მე­სა­მე სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ და წელს გვაქვს ფორ­მები, - ყვე­ლა კლასს სხადასხვა ფე­რის. მეხუთე და მე­ექ­ვსე კლა­სე­ლებს - წი­თე­ლი, მეშ­ვი­დე კლასს - ლურჯი, მე­ა­თე-მე­თერ­თმე­ტეს - ნაც­რის­ფე­რი. კმაყოფი­ლი ვარ და ძა­ლი­ა­ნაც მომ­წონს, გან­სა­კუთ­რებით - ჩვე­ნი, მე­ა­თე კლა­სე­ლების ფე­რი, - ნაც­რის­ფე­რი. მარ­თა­ლი­ა, თა­ვი­დან რა­ღაც­ნა­ი­რად მი­ვი­ღეთ, მაგ­რამ ახლა ყვე­ლას მოს­წონს, ამბობენ, კარ­გია, ყვე­ლას ერ­თნა­ი­რი თუ გვეც­მე­ვაო“, - გვითხრა სა­ლო­მე აბდა­ლა­ძემ.

კმაყოფი­ლებას ის მშობლებიც გა­მოხატა­ვენ, რომ­ლებმაც ფორ­მა უკ­ვე შე­ი­ძი­ნეს შვი­ლების­თვის: „ძა­ლი­ან მომ­წონს, ახალი ფორ­მები რომ შე­მო­ი­ღეს, - ხომ უნ­და გა­ნასხვა­ვო მოს­წავ­ლე, სტუ­დენ­ტი და მას­წავ­ლებელი... ჩე­მი შვი­ლი მე­სა­მე სკო­ლა­ში სწავ­ლობს და ნაც­რის­ფე­რი ზე­და შე­უ­კე­რეს, - მე­ა­თე კლას­შია. მე­ო­რე გო­გო მე­ექ­ვსე­შია და იმას - წი­თე­ლი. მე, პი­რა­დად, ძა­ლი­ან კმაყოფი­ლი ვარ“, - გა­ნაცხადა ერთ-ერ­თი მოს­წავ­ლის მშობელ­მა გულ­ნაზ ცი­რე­კი­ძემ.

არის სკო­ლები, სა­დაც ფორ­მის შე­კერ­ვა მხოლოდ 20 ლა­რი დაჯდა. თუმ­ცა, ამბობენ, რომ და­მა­ტებით მო­საც­მე­ლების შე­კერ­ვა ზამ­თარ­ში, ალბათ, კი­დევ მო­უ­წევთ. მე-17 სკო­ლა­ში ფორ­მის შე­კერ­ვა 75 ლა­რი დაჯდა. ამას, და­მა­ტებით 17 ლა­რი­ა­ნი გა­მო­საც­ვლე­ლი პე­რან­გის ფა­სიც ემა­ტება. მიუხედა­ვად ამი­სა, მოს­წავ­ლეები უკ­ვე ფორ­მით და­დი­ან. მას­წავ­ლებლებიც კმაყოფი­ლები არი­ან.

„მე პი­რა­დად ძა­ლი­ან მომ­წონს. მინ­და გითხრათ, რომ 95% სკო­ლა­ში ფორ­მების შე­მო­ღებას კარ­გად შეხვდა. ფორ­მებიც ძა­ლი­ან ლა­მა­ზია. რამ­დე­ნი­მე მშობელ­მა თქვა, არა მაქვს სა­შუ­ა­ლებაო და ჩვენ მათ გა­ვუ­წი­ეთ შე­ღა­ვა­თი. მთე­ლი წლის ფორ­მა­ა, - სა­ზაფხულოც და სა­ზამ­თროც, მე მგო­ნი, ამა­ში მშობელ­მა უნ­და გა­დაიხადოს 75 ლა­რი. მე მე­ექ­ვსე კლა­სის დამ­რი­გებელი ვარ და ამ წუ­თას პრობლე­მა არ არის, მაგ­რამ მე­რე და მე­რე ჩნდება პრობლე­მები: მო­დი­ან ცო­ტა ვულ­გა­რუ­ლად ჩაც­მუ­ლი ბავ­შვები და მათ ფონ­ზე ისი­ნი, ვი­საც თეთ­რი მა­ი­სუ­რები და შა­ვი ქვე­დაბოლოები აც­ვი­ათ, იჩაგ­რებიან. თუ იქ­ნება ფორ­მები, ცხადი­ა, ყვე­ლა­ფე­რი მო­წეს­რი­გებული იქ­ნება“, - ამბობს მე-17 სკო­ლის მას­წავ­ლებელი მა­ია ხარა­ტიშ­ვი­ლი.

მარ­თა­ლი­ა, ზო­გი­ერ­თი მოს­წავ­ლე ჯერაც ფორ­მის გა­რე­შე ზის კლას­ში, მაგ­რამ, ამბობენ, რომ ეს დროებითია.

„მთელ კლასს ძა­ლი­ან მოგ­ვწონს ფორ­მა, ყვე­ლა კმაყოფი­ლია. მომ­წონს, რომ ყვე­ლა ერ­თნა­ი­რად მოვ­დი­ვართ სკო­ლა­ში, ერ­თნა­ი­რად გვაც­ვია. ჩემს კლა­სე­ლებსაც ძა­ლი­ან მოს­წონთ. მარ­თა­ლია, ერ­თი-ორი უფორ­მოდ ზის ჩემს კლას­ში, მაგ­რამ ახალი გად­მო­სუ­ლები არი­ან და აწი შე­ი­ძე­ნენ“, - გვითხრა მე-17 სკო­ლის მე-6 კლა­სის მოს­წავ­ლემ თა­მარ სიხარუ­ლი­ძემ.

ასე რომ, ქუ­ჩებში მი­მა­ვა­ლი ბავ­შვების ჩაც­მუ­ლობა და­გარ­წმუ­ნებთ:

სას­კო­ლო ფორ­მა ჩვენს ქა­ლაქ­ში პრეს­ტიჟისა თუ ოჯახების ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რეობის ერ­თგვარ ინ­დი­კა­ტო­რა­დაც კი იქ­ცა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1511
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია