საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ჰაერს საქართველოში ტრანსპორტი აბინძურებს?!
2015/12/31 02:16:30

ჰაერის დაბინძურება საქართველოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა საზოგადოების ჯანმრთელობისთვის. ჰაერის დაბინძურების ნომერ პირველი მიზეზი არის ტრანსპორტი, რომელზეც ჰაერის დაბინძურების 70 - 80% მოდის. საქართველოში მოძრავი ავტომანქანების უმეტესობა არის მოძველებული და ცუდად მოვლილი, რაც მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას ახდენს ჰაერის ხარისხზე, განსაკუთრებით ისეთ მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში, როგორიც თბილისია. თუმცა გამონაკლისი არც ქუთაისია.

 

დაბალი საზოგადოებრივი ცნობიერება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც ხელს უწყობს ჰერის დაბინძურებას. მაგალითადავტომობილის მძღოლთა დაახლეობით  უმეტესობამ არ იცის, რომ მათ თვითონვე შეუძლიათ შეამცირონ საწვავის მოხმარება 25-30%-ითასევე, არ არსებობს მიზანმიმართული ადვოკატირების კამპანია, რომლიც ხელს შეუწყობს მდგრადი და საწვავმზოგავი ტრანსპორტის პოპულარიზაციას, ..  „ეკო-მართვას“. ამას ემატება ის ფაქტი, რომ საქართველო სატრანზიტო ქვეყანაა.

 

საქართველოში გარემოს ეროვნული სააგენტო ახორციელებს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგს. მონიტორინგი საქართველოს ხუთ ქალაქში ხორციელდება: თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზესტაფონსა და ბათუმში. სულ განთავსებულია რვა სადამკვირვებლო ჯიხური. რომლის მეშვეობით ქალაქებში იზომება მტვრის, აზოტისა და გოგირდის დიოქსიდების, ნახშირჟანგისა და სხვა ძირითადი დამაბინძურებელი ინგრედიენტების კონცენტრაციები.


საქართველოში ატმოსფერული ჰაერის ძირითადი დამაბინძურებელი რომ ავტოტრანსპორტია ადასტურებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოშიც.


გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი მარინე არაბიძე ამბობს: „ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ატმოსფერული ჰაერის ძირითადი დამაბინძურებელი არის ავტოტრანსპორტი. ქალაქ ქუთაისში ატმოსფერული ჰაერის  დაბინძურების მონიტორინგი წა­რ­მოებს ჭავჭავაძის გამზირზე განთავსებულ სადამკვირვებლო პუნქტზე. ისაზღვრება: მტვერი, ნახშირჟანგი, გოგირდის დიოქსიდი, აზოტის დიოქსიდი, აზოტის ოქსიდი და ტყვია.  ქალაქ ქუთაისში 2015 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში ჩატარებული ჰაერის მონიტორინგის შედეგები ამ პუნქტისთვის ასეთია: ყველა ზემოაღნიშნული ინგრეიდენტის მაქსიმალური ერთჯერადი კონცენტრაციები არ აჭარბებდა ნორმას, გარდა მტვრისა, რომლის  მაქსიმალური ერთ­ჯე­რადი კონცენტრაცია ზღვრულად დასაშვებ ნორმას ოქტომბერში 4,2-ჯერ აღემატებოდა, ხოლო ნოემბერში კი - 2,4-ჯერ.

 

სააგენტომ 2015 წელს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის გაძლიერების მიზნით პირველად დაიწყო ინდიკატორული გაზომვების ჩატარება, რაც გულისხმობს ინდიკატორული მილაკების განთავსებას გარკვეული პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა წერტილებში. შემდეგ ხდება მათი გაგზავნა ევროპის აკრედიტებულ ლაბორატორიაში და მიღებული შედეგების შედარება ევროკავშირში დადგენილ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის ინდექსებთან. ეს კვლევები 2015 წელს განხორციელდა 10 ქალაქში, მათ შორის ქალაქ ქუთასშიც ორ ეტაპად სექტემებრსა და ნოემბერში დამატებით ხუთ-ხუთ წერტილში. ისაზღვრებოდა აზოტისა და გოგირდის დიოქსიდების, ოზონისა და ბენზოლის კონცენტრაციები. მიღებული შედეგების მიხედვით ორივე ეტაპზე დაფიქსირდა გოგირდის დიოქსიდის, ოზონისა და ბენზოლის დაბალი ინდექსები, ხოლო აზოტის დიოქსიდის ინდექსები იყო როგორც დაბალი, ასევე საშუალო. კერძოდ, საშუალო ინდექსი დაფიქსირდა პირველ ეტაპზე პარლამენტის შენობასთან და ჭავჭავაძის გამზირზე გრანდ მოლთან, ხოლო მეორე ეტაპზე კი მხოლოდ წითელ ხიდთან.“


გარემოს ეროვნული სააგენტო 2016 წელს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის, მეტეოროლოგიური პროგნოზების გაუმჯობესებისა და სტიქიური პროცესების პრევენციის მიზნით სრულიად ახალი ტექნოლოგიების დანერგვას გეგმავს და სხვა ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტებს განახორციელებს.


გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის თამარ ბაგრატიას თქმით: „გარემოს ეროვნული სააგნეტო 2016 წლის განმავლობაში  გააგრძელებს ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის გაძლიერებას. იაპონიის გრანტის ფარგლებში ქალაქ თბილისში მოხდება სამი ავტომატური სადგურის მონტაჟი და ამოქმედება, წლის პირველ ნახევარში იგეგმება ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის ავტომატური სადგურის ამოქმედება ქალაქ ჭიათურაში, აგრეთვე გაგრძელდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ინდიკატორული გაზომვების წარმოება.“


არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს მწვანეების თანა თავჯდომარე ნინო ჩხობაძე უპირობოდ თვლის, რომ: „ჰაერის  დაბინძურება ძირითადად საქართველოში     ტრანსპორტიდან ხდება. ტრანსპორტიდან დაბინძურება კი განპიროვნებულია  3 ფაქტორით: საწვავის  ხარისხით, გაუმართავი გზებით და მოუწესრიგებელი სატრანსპორტო საშუალებით. აქედან გამომდინარე  უნდა დაიგეგმოს ყველა ღონისძიება,  რომ შემცირდეს  დაბინძურება. დაბინძურების შემცირება ქალაქებში  შესაძლებელია აგრეთვე   თუ მოწესრიგდება სავალი ნაწილები , მოხდება ოპტიმიზაცია მოძრაობის და იარსებებს გამართული მუნიციპალური ტრანსპორტი, მანქანებზე   დამაგრდება კატალიზატორები, აღდგება სახელმწიფო კონტროლი საწვავის ხარისხზე, გაიზრდება მწვანე საფარი ქალაქების ტერიტორიაზე, ვგულისხმობ სკვერებს და პარკებს.“

 

არსებული ვითარებიდან გამომდინარე, არასამთავრობო სექტორის და ექსპერტების რეკომენდაციაა მომზადდეს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა ამ საკითხებთან დაკავშირბით, რაც უპირობოდ დაარეგულირებს ზემოთ არსებულ პრობლემებს, თუმცა ამ საკითხების მოსაგვარებლად საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო და ადვოკატირების კამპანიების დაგეგმვის აუცილებლობასაც ხედავენ.

 

      მარიკა ეფრემიძე                                                         

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3888
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია