საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი საბავშვო ბაღების რემონტით უკმაყოფილოა
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2014/08/09 00:30:36

ბოლო პერიოდში საბავშვო ბაღების მიმართ ინტერესი გაიზარდა. უფასო მომსახურების სერვისის გამო, ბაღებში ბავშვების რაოდენობამ მოიმატა, თუმცა ბევრგან შესაფერისი ინფრასტრუქტურა არ არის მოწყობილი.

 სახელმწიფოს მხრიდან ზრუნვამ მოიმატა პრობლემის აღმოსაფხვრელად - საბავშვო ბაღების სარემონტო სამუშაოები თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში დაიგეგმა და ამისათვის ელექტრონული ტენდერები გამოცხადდა.


,,ჭიათურაში #1 და #2 საბავშვო ბაღების გასარემონტებლად საწყის თანხად მუნიციპალიტეტმა 190 ათასი ლარი გამოყო, ტენდერში გაიმარჯვა  ორგანიზაციამ, რომელმაც 130 ათასი ლარი შესთავაზა სატენდერო კომისიას.

 

ამ ბაღებში ათეულობით წელია,  მოუწესრიგებელია საკანალიზაციო სისტემა და გასაოცარია, რომ გაჭედილი საკანალიზაციო მილები არ შეცვლილა. შეიძლება ასეთ მილებზე დაერთდეს აბაზანები? გული მოუკვდება ადამიანს, რომ ნახოს, რა მდგომარეობაა ახლა ამ ბაღებში.

 

მუშებს საცხოვრებლად უქცევიათ ობიექტი. სად საკვების ნარჩენები ყრია და სად თეთრეული, სათამაშოები თუ კარადები, ვერ გაიგებ. ამ საკითხს მწვავედ დავსვამ მუნიციპალიტეტის გამგეობის წინაშე და განმარტებას მოვითხოვ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩატარებული სამუშაოები იქნება ტყუილუბრალო. თანხები წყალში გადაყრილია და გაისად ისევ თავიდან იქნება ეს ბაღები გასაკეთებელი.

 

საინტერესოა, რატომ არ დაინტერესდა თავად ბაღების ხელმძღვანელობა იმ სიტუაციით, რაც ახლა ობიექტებზეა, ან კიდევ რატომ არავინ გამოთქვა გონივრული ეჭვი, როცა 190 ათასლარიანი საქმის გაკეთება 130 ათასად რომ მოინდომა ტენდერში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ?!_განაცხადა მაჟორიტარმა დეპუტატმა მალხაზ წერეთელმა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2041
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია