საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერიის თანამშრომლები პოლონეთში იმყოფებოდნენ
2016/02/23 16:38:48

ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის ტურიზმის განყოფილების თანამშრომლები სამდღიანი ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკის ქალაქ პოზნანში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაზე „Tour Salon 2016” იმყოფებოდნენ. ტურიზმის განყოფილების თანამშრომლები ოფიციალურად მიწვეული იყვნენ ქალაქ პოზნანის მერიის მიერ.

 

ვიზიტის ფარგლებში მოხდა ქუთაისისა და იმერეთის რეგიონის ტურისტული პოტენციალის გაცნობა, ასევე დაინტერესებულ პირებს გადაეცათ ინფორმაციული რუკები და ბროშურები. ქ. ქუთაისის მერია ყოველწლიურად იღებს მონაწილეობას მოცემულ ღონისძიებაში.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2449
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია